| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გერმანიაში, ქალაქ ვეზელში მდებარე პროფესიული კოლეჯის მასწავლებელი 2009 წელიდან ავადმყოფობის გამო სამსახურში აღარ გამოცხადებულა. მას შემდეგ კი იგი დამსაქმებელს რეგულარულად აწვდიდა სამედიცინო ცნობებს ქრონიკული დაავადებებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. შედეგად, დღეს უკვე 62 წლის პედაგოგმა თითქმის 17 წელი ბიულეტინზე გაატარა.
მხოლოდ 2026 წელს, აღმოაჩინა სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის თანამშრომელმა, რომ ბიულეტინზე მყოფი ქალი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, სრულ ხელფასს იღებდა, რამაც ეჭვი გააჩინა.
ამ დრომდე ოფიციალური სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებულა, ქალმა კი თითქმის 17 წლის განმავლობაში, ჯამში 250 000 ევროს ოდენობის ხელფასი აიღო
ამასთან, გამოძიების ვერსიით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, იგი ალტერნატიული მედიცინით - ნატუროპათიით, იყო დაკავებული, მოგვიანებით კი კოსმეტიკური პროდუქტების წარმოებაც დაიწყო.
გარდა ამისა, ქალს ორი სამედიცინო ცნობის გაყალბებასაც ედავებიან. აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული იყო, რომ მას სკუბა-დაივინგით დაკავება შეეძლო.
მაისის ბოლოს დიუსელდორფის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელობამ მასწავლებლის პენსიაზე გაშვება გადაწყვიტა. თუმცა 62 წლის ქალმა ეს გადაწყვეტილება დიუსელდორფის ადმინისტრაციულ სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოს მიერ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებამდე მას პენსიის შესაბამისი ოდენობის თანხა დაენიშნება.
ოლქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თანხის ის ნაწილი, რომელიც მისთვის კანონით გათვალისწინებულ საპენსიო გასაცემელს აღემატება, ამჟამად გაყინულია. თუ მასწავლებელი სასამართლო დავას მოიგებს, დაკავებულ თანხას სრულად მიიღებს. პარალელურად, დუისბურგის პროკურატურა კომერციული თაღლითობის ეჭვით გამოძიებას აწარმოებს. ეჭვობენ, რომ იგი შრომისუუნარობის შესახებ ცრუობდა და ბიულეტინზე ყოფნის პერიოდში ალტერნატიული მედიცინის სპეციალისტად მუშაობდა.
წყარო: The Times
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთკვირიანი სამუშაო პროცესის შემდეგ პროექტის მონაწილეები წყალტუბოში, მათეს მარანში შეიკრიბნენ
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება