| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების სამინისტრო შექმნის სამუშაო ჯგუფს, რომლებიც მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესის განახლებაზე იმუშავებენ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა გაავრცელა. სანამ ახალი წესის შესახებ გვეცოდინება რამე, გთავაზობთ, არსებულ მოდელის შესახებ ინფორმაციას.
საქართველოში საჯარო სკოლებში მასწავლებელთა საგაკვეთილო საათების განაწილება დღეს ძირითადად სკოლის შიგნით, კოლეგიური გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება. საათებს ცენტრალიზებულად სამინისტრო ან რესურსცენტრი არ ანაწილებს - პროცესის ორგანიზება თავად სკოლაში ხდება. ამასთან, როგორც სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, კანონმდებლობა საათების განაწილების ყველა დეტალსა და მასწავლებლებს შორის პრიორიტეტების სრულ ჩამონათვალს მკაფიოდ არ განსაზღვრავს. თუმცა როგორც საკანონმდებლო მაცნეზე ვკითხულობთ, „საჯარო სკოლა ვალდებულია სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროს/წამყვან/მენტორ მასწავლებლებს და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე (15 საათის ჩათვლით, ხოლო კომბინირებული დაწყებითი (I-IV) კლასის მასწავლებელს – 13 საათის ჩათვლით), ასეთის არსებობის შემთხვევაში“.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, მოქმედი პრაქტიკის მიხედვით, საათების გადანაწილება რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
საგნობრივი კათედრა - შესაბამისი საგნის მასწავლებლები განიხილავენ საათების განაწილების საკითხს და ამზადებენ საათობრივი ბადის პროექტს.
დირექტორი - მონაწილეობს პროცესში და შეიძლება ჩართული იყოს რეკომენდაციების შემუშავებაში.
პედაგოგიური საბჭო - განიხილავს წარმოდგენილ პროექტს და იღებს გადაწყვეტილებას საათების განაწილების შესახებ.
სამეურვეო საბჭო - დირექტორის მონაწილეობით შეათანხმებს და ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას, რომლის შემადგენელი ნაწილიც საათობრივი ბადეა.
|
დატვირთვა |
საგაკვეთილო საათები კვირაში |
|---|---|
|
არასრული დატვირთვა |
18-ზე ნაკლები |
|
სრული დატვირთვა |
18 |
|
სრულზე მეტი დატვირთვა |
19 ან მეტი |
სრული დატვირთვა გულისხმობს 36-საათიან სამუშაო კვირას, ხოლო სრულზე მეტი დატვირთვა — 40-საათიან სამუშაო კვირას.
სახალხო დამცველის 2026 წლის 23 ოქტომბრის შეფასებით, არსებული სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ:
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
როგორ ხდება საათების განაწილება მასწავლებლებისთვის - არსებული პრაქტიკა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთკვირიანი სამუშაო პროცესის შემდეგ პროექტის მონაწილეები წყალტუბოში, მათეს მარანში შეიკრიბნენ
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება