| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. მეოთხეკლასელები 1-ელ მასწავლებელს, ემოციურად, საზეიმო ვითარებაში დაემშვიდობნენ.
ამასთან დაკავშირებით სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება - „ო,ძვირფასო ოთხო წელიწადო!“ ჩატარდა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
მათ ასევე პირველი პედაგოგის - ნატალია ნადირაშვილის ამაგი აღნიშნეს, რომელსაც მათ განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.
დღე ემოციური იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგისთვის.
პედაგოგმა - ნატალია ნადრიაშვილმა ემოციურად მიმართა:
„დაწყებითი კლასის 4 წელი გაფრინდა, როგორც ოთხი დღე. თქვენთვის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ მომავალი და თქვენი განათლება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის. თქვენი წარმატებები ოჯახის იქით ვისაც გაუხარდება, ვიქნები პირველი მე. გაათბეთ სამყარო ღიმილით. დაგილოცავთ სავალ ბილიკებს!“, - ამბობს პედაგოგი ნატალია ნადრიაშვილი.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავავენ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ