სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძირკვაძეების საჯარო სკოლაში მკლავჭიდში ტურნირი გაიმართა
16-06-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებაზე, მათი ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ. 

ამ მიზნით, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი თემატური აქტივობა ეწყობა. მათ შორის იყო, სკოლაში გამართული მკლავჭიდის ტურნირი მარჯვენა ხელში. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში უდიდესი ხალისითა და შემართებით ჩაერთნენ. მათ სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ღირსეულად იასპარეზეს. 

გამოვლინდნენ სხვადასხვა ადგილის მფლობელი მოსწავლეებიც. 

ბიჭებში, 40 კგ. წონით კატეგორიაში ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:

1-ელი ადგილი - საბა დეკანაძე;
მე-2 ადგილი - ჯაბა თავართქილაძე;
მე-3 ადგილი - ნიკა თავართქილაძე.

ბიჭებში 50 კგ. წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილები დაიკავეს:

1-ელი ადგილი - საბა თავართქილაძე;
მე- 2 ადგილი - სანდრო შავაძე;
მე-3 ადგილი - ზუკა  თავართქილაძე.

გოგონებში აბსოლუტურ წონით კატეგორიაში პირველი სამი ადგილი შემდეგმა მოსწავლეებმა დაიკავეს:

1-ელი ადგილი - თათია თავართქილაძე;
მე-2 ადგილი - მარინა თავართქილაძე;
მე-3 ადგილი - მარი თავართქილაძე.

ბიჭების აბსოლუტურ წონით კატეგორიაში კი ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1-ელი ადგილი - ანრი თავართქილაძე;
მე-2 ადგილი - საბა თავართქილაძე;
მე-3 ადგილი - საბა დეჯანაძე.

სკოლაში მოსწავლეები მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება