სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბუნების კანონები ჩვენს გარშემო“ - ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება ტყიბულის N6 სკოლაში
16-06-2023
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებითა და აქტივობებით.  

მათ შორის აღსანიშნავია, ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება თემაზე: „ბუნების კანონები ჩვენს გარშემო“.

აღნიშნულ ღონისძიება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელის - ელისო ბერძულისა და მისი წევრების: ლელა სილაკაძეს, ცისანა ქოქოსაძის ინიციატივითა და ჩართულობით  სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა.

ღონისძიებაში VII ა, VII ბ და VIII კლასების მოსწავლეებით დაკომპლექტებული შერეული გუნდები მონაწილეობდნენ.

„ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა აქტიურად უპასუხეს შეკითხვებს სამივე საგნიდან (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) და გამოავლინეს წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებაზე გამოვლინდა გამარჯვებული VIIა-VIII კლასების მეორე გუნდი.

მე-2 ადგილი წილად ხვდა VIIა-VIII კლასების პირველ გუნდს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ VIIბ-VIII კლასების გუნდის წევრები.

„საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა მადლობას უხდის კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის და არდადეგების მხიარულად გატარებას უსურვებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული

სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება