სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეებისთვის წამახალისებელია“- მცხეთის, ნინოწმინდის, თიანეთის, ხაშურისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში I ეტაპი გაიმართა
09-06-2023
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მრავალი წელია, რაც მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავს. 2023 წლის გაზაფხულის პერიოდის კონკურსები კი ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამჯერად, კონკურსის პირველი ეტაპი მცხეთის, ნინოწმინდის, თიანეთის, ხაშურისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შერჩეული მოსწავლეები ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის ეჯიბრებიან.

ინტელექტ-ჩემპიონატის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-ს სკოლების დირექტორები ესაუბრნენ:

ლია ხაჩირაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩემი სკოლის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ, კმაყოფილები არიან, მეორე ეტაპშიც მიიღებენ მონაწილეობას. ვფიქრობ, „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც სკოლაში გამოცდები ჯერ კიდევ არ არის, ეს კონკურსი მოსწავლეებისთვის წამახალისებელია, სწავლისკენ უბიძგებს. ჩემი სკოლის მოსწავლეები ყოველ წელს ერთვებიან. დაახლოებით, 4-5 წლის წინ, მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ ჩვენი სკოლიდან იყო, რომელიც, საქართველოს მასშტაბით, მე-4 ადგილზე გავიდა.

ბერნიკ ჰოვსეფიან, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატში ძალიან აქტიურად ჩაერთნენ. მიუხედავად იმისა, პირველი ეტაპი გადალახეს თუ არა, მაინც დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ. ჩვენს სკოლაში სომხური სექტორია, „ეტალონი“ კი საშუალებას გვაძლევს, რომ მოსწავლეებს სახელმწიფო ენასთან კონტაქტი უფრო მეტად ჰქონდეთ და ლექსიკური მარაგი გაიმდიდრონ. რაც შეეხება კითხვებს, რამდენადაც მე ვიცი, მათთვის არც ისე რთული იყო. მერამდენე წელია, რაც ეს კონკურსი წარმატებით მიმდინარეობს და ჩვენ გვსურს, რომ ისევ ასე გაგრძელდეს. ვფიქრობ, „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია.

ზვიად გიანაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტირებული პროექტია, ამიტომაც ჩემთვისაც საინტერესო და მისასალმებელია. კონკურსის პირველ ეტაპში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ამჯერადაც დიდი მონდომებით, აქტიურად ჩაერთნენ. აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი მოსწავლეების კიდევ უფრო გააქტიურებისთვის ძალიან კარგია. ცალკეული ბავშვის წარმატება, სხვებზეც დადებითად აისახება. შარშან ჩვენი მოსწავლე ანა ქაშიაშვილი „თიანეთის ეტალონი მოსწავლე“ გახდა, რითაც ძალიან ვამაყობთ. ეს ფაქტი კი სხვა მოსწავლეების მოტივაციაზეც აისახა.

ნანა გაგნიძე, ხაშურის N4 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ არაჩვეულებრივი პროექტია. ეს კონკურსის მოსწავლეებისთვის მოტივაციის წყაროა, მოსწონთ მშობლებსაც, მასწავლებლებსაც და მთლიანად სასკოლო საზოგადოებას. მოსწავლეებს ერთხელ ვუთხარი, რომ „ეტალონი“ იწყებოდა, შემდეგ უკვე ინიციატივა თავად გამოხატეს და სურვილის მიხედვით, დარეგისტრირდნენ. ისინი ტესტირებაში გასულ წლებშიც მონაწილეობდნენ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროექტზე სასკოლო საზოგადოების აზრი დადებითია. „ეტალონს“ სწავლა-სწავლების პროცესში ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, მოსწავლეები ცოდნას იღრმავებენ.

თამარ გოგაძე, რუსთავის N5 საჯარო სკოლის დირექტორი:

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი სკოლიდან ჩართულობა მაღალი იყო, მეორე ეტაპზე 8 მოსწავლე გადავიდა. იმედი გვაქვს, რომ წარმატებას მიაღწევენ. მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტში ჩვენი სკოლა წლების განმავლობაში იყო ჩართული - როდესაც ის დასწრებით ფორმატში, ქალაქის მასშტაბით ტარდებოდა, მასპინძელი სკოლა ვიყავით, გამარჯვებული მოსწავლე ჩვენს თვალწინ ვლინდებოდა. იმედი მაქვს, ინტელექტ-ჩემპიონატი ონლაინაც ასეთივე წარმატებით წარიმართება. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ისევე, როგორც „ეტალონია“ განათლების სისტემის გვერდით.


ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება