სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თანდებულთა და თანდებულიან სახელთა მართლწერა
09-06-2023
-
+


თანდებულთა და თანდებულიან სახელთა მართლწერასთან დაკავშირებით უნდა გატარდეს შემდეგი წესები:

იმ შემთხვევაში, როცა თანდებულიან სახელს ნაწილაკი არ დაერთვის, -ზედა, -ზედ, -ზე სახეობათაგან თანამედროვე ქართულში ერთადერთ სწორ ფორმად უნდა დარჩეს -ზე: თავზე, ხელზე, მიწაზე...

-ც(ა) ნაწილაკის დართვისას მართებულია როგორც ძველი (-ზედა) სახეობა, ისე თანამედროვე ქართულში ფართოდ გავრცელებული -ზე ვარიანტიანი ფორმები:
-ვე ნაწილაკის დართვისას მართებული ფორმებია როგორც -ზედ, ისე -ზე თანდებულიანი ვარიანტები:

თანამედროვე სალიტერატურო ქართულში ერთადერთი მართებული სახეობაა -ში. -ც(ა) ნაწილაკის დართვისას შეიძლება გამოიყენებოდეს -შია სახეობაც:



-ც(ა) ნაწილაკის დართვისას მართებულია -თანა, ხოლო -ვე ნაწილაკიან ფორმებთან _ -თან სახეობა:

-გან თანდებულიან სახელებზე -ც(ა) ნაწილაკის დართვისას მართებული ფორმაა თანამედროვე სალიტერატურო ქართულში დამკვიდრებული -გან-ა-ც ვარიანტი, ხოლო -ვე ნაწილაკის დართვისას _ მხოლოდ გაუვრცობელი ფორმა:


ნათესაობითი ბრუნვის ფორმებზე -თვის, -კენ და -გან თანდებულების დართვისას ორივე ვარიანტი (გაუვრცობელიც და გავრცობილიც) მართებულია: ძმისთვის და ძმისათვის, სახლისკენ და სახლისაკენ, მეგობრისგან და მეგობრისაგან...

-მდე, -მდის, -მდი, -მდინ და სხვა სახეობათაგან მართებულია მხოლოდ ორი _ -მდე და -მდის ფორმები: ქალაქამდე და ქალაქამდის, აქამდე და აქამდის...

ამათგან თანამედროვე სალიტერატურო ქართულში უპირატესია -მდე ვარიანტი.

თანამედროვე სალიტერატურო ქართულში ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს -გან და -დან (//-იდან) თანდებულიანი ფორმები:

-გან გამოიყენება მაშინ, როცა თანდებულდართული ფორმა აღნიშნავს ან მასალას, ან მოქმედების წყაროს, ან მოქმედების მიზეზს და მიუგებს კითხვებზე: ვისგან? რისგან? (წერილი მივიღე ამხანაგისგან (ამხანაგისაგან); შაქარს ამზადებენ ჭარხლისგან (ჭარხლისაგან); მიწვევა მიიღეს უნივერსიტეტისგან (უნივერსიტეტისაგან).

-დან (//-იდან) გამოიყენება მაშინ, როცა თანდებულდართული ფორმა გამოხატავს მოქმედების დაწყების ადგილს ან დროს და მიუგებს კითხვებზე: საიდან? რა დროიდან? (ქალაქიდან ჩამოვიდა, დილიდან წვიმდა, სამშობლოდან დაბრუნდა).

-ვით თანდებული მხოლობით რიცხვში უნდა დაერთოს მიცემითის გავრცობილ ფორმებს (ხმოვანფუძიანებსაც და თანხმოვანფუძიანებსაც): დედასავით, კაცსავით, ლომსავით, მზესავით, ხოლო სახელობით ბრუნვაში _ მხოლოდ თანხმოვანფუძიანებს (კაცივით, მეგობარივით, ლომივით), მრავლობით რიცხვში კი _ როგორც სახელობითის, ისე მიცემითის ფორმებს: დედებივით, კაცებივით, მეგობრებივით... ბავშვებსავით, ჩურჩხელებსავით...

პირის ნაცვალსახელზე -ვით თანდებულის დართვისას შესაბამისი კუთვნილებითი ნაცვალსახელის ფუძე უნდა იქნეს გამოყენებული და ერთადერთ სწორ ფორმად ჩაითვალოს მიცემითბრუნვიანი ვარიანტები (ჩემსავით, შენსავით, ჩვენსავით, თქვენსავით).

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება