სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
07-06-2023
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით სხვადასხვა ინტელექტუალური თამაშები და კონკურსები იმართება.

ამჯერად, სკოლის ბიბლიოთეკაში საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. 

თამაშის მონაწილე გუნდები, როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეიქმნა VII, VIII, IX, X, XI კლასების მოსწავლეთა ბაზაზე.

თამაშები მიმდინარეობდა 15 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით.

„პირველ დღეს წამყვანის - ისტორიის მასწავლებლის - ნანა მაისურაძის პირისპირ თამაშობდა VII ა და VII ბ, VIII, IX კლასების მოაზროვნეები, სადაც გაიმარჯვა VII ა კლასის გუნდმა“ , - გვიყვებიან სკოლაში.

16 მაისს X ა , Xბ და  XI კლასებს შორის გამარჯვებულად გამოვლინდა X ა კლასის მოაზროვნეთა გუნდი.

ფინალში, კი, 22 მაისს, ერთმანეთს VII ა და X ა კლასელთა მოთამაშეები დაუპირისპირდნენ, სადაც  X ა კლასის მოსწავლეები დაწინაურდნენ.

„ყველა თამაშის ბოლოს გუნდები ასახელებდნენ  „საუკეთესო“ მოთამაშეებს და შეიკრა მოაზროვნეთა ახალი გუნდი, რომლებიც სუპერ ფინალში დაუპირისპირდნენ ფინალში გამარჯვებულ X ა კლასის გუნდს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დაძაბული თამაშის შემდეგ, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელიც, როგორც სკოლაში ამბობენ, სწორედ საუკეთესო მოთამაშეებისგან იყო დაკომპლექტებული.

„სუპერფინალში გამარჯვებული გუნდი, სკოლის სახელით, მონაწილეობას მიიღებს ევროპის დღის ფარგლებში დაგეგმილ შემეცნებით - გასართობ მარათონში 2023 წლის ნოემბრის თვეში, რომელსაც გამართავენ - გიორგი მოსიძე და ცნობილი მოთამაშეები“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება