სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შთამბეჭდავი ფლეშმობი და ბავშვთა უფლებდამაცველები პატარა ჩაილურის საჯარო სკოლიდან
07-06-2023
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, საზეიმო ღონისძიება მოეწყო.

მოსწავლეებმა, სასწავლო სივრცე და სკოლის ეზო ფერადი ბუშტებითა და ნახატებით გააფორმეს; მოხატეს სკოლის ეზოს ასფალტი, სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი ფლეშმობი წარუდგინეს და ეს დღე ერთმანეთს დიდი სიყვარულით მიულოცეს.

„ბედნიერი, მზიანი ბავშვობა და მომავალი ჩვენს და მსოფლიოს პატარებს!“, აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული

„ვიწყებთ პროექტს რწმენით, რომ ზოგჯერ ერთმა შეხვედრამაც შეიძლება ადამიანის მომავალი შეცვალოს“

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება