სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღეს ქვიტირის სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობა მიეძღვნა
07-06-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ბავშვები ზოგადი განათლების პარალელურად, ერთვებიან სხავდასხვა საინტერესო პროექტში და მათ შორის გახლავთ სამედიცინო მიმართულებაც.

ცნობილია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ბავშვებში დიაბეტი - სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, ქვიტირის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები გაიმართა.

მოსწავლეებმა, „დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღე“ მრავალფეროვანი პროექტით აღნიშნეს; ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებლის - ციალა ჩხეიძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა დიაბეტის არსის, მისი მიმდინარეობისა და პრენეციული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.

სკოლაში საინტერესო დისკუსია გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს. მათ ასევე თემატური პრეზენტაციები წარადგინეს და საკუთარი ცოდნა წარმოაჩინეს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს „სამედიცინო ბიოლოგიის“ სწავლება, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეები საჭირო და საინტერესო ინფორმაციებს ეცნობიან.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებას უწყობს ხელს .

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება