| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახმეტის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.საქართველოს განათლების სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპეციალური ჯილდოები და სერტიფიკატები გადასცეს იმ პედაგოგებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით მომავალი თაობების აღზრდაში.
ღონისძიებაზე საზეიმოდ დაჯილდოვდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნარგიზა პოპიაშვილი.
როგორც მატნის N1 საჯარო სკოლაში გვეუბნებიან, ნარგიზა პოპიაშვილი მრავალი წლის განმავლობაში ემსახურება განათლების ხარისხის ამაღლებას, სამოქალაქო ცნობიერების განვითარებასა და მოსწავლეთა წარმატებას.
ნარგიზა პოპიაშვილი ათეულ წელზე მეტია ერთგულად ემსახურება სკოლას. იგი გამოირჩევა როგორც მაღალი პროფესიონალიზმით, ასევე აქტიური საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო საქმიანობით. მისი ხელმძღვანელობით მოქმედი სამოქალაქო კლუბი არაერთი წარმატებული ინიციატივისა და გამარჯვების ავტორია.
მისი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა პროექტი „კრიტიკული აზროვნება - დეზინფორმაციის წინააღმდეგ“, რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა და 1500 ლარიანი ჯილდო მოიპოვა.
ქალბატონი ნარგიზა ასევე გახდა მცირე გრანტების კონკურსის გამარჯვებული და 750 დოლარის ოდენობის დაფინანსება მოიპოვა სასკოლო ინიციატივების განსახორციელებლად.
განსაკუთრებით აღსანიშნავია რესპუბლიკურ კონკურსში მოპოვებული გამარჯვება, რისთვისაც იგი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისგან ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ექვს მოსწავლეს შესაძლებლობა მიეცა ესწავლა საზაფხულო ბრიტანულ სკოლაში.
მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტი „მწვანე ბილიკები“, რომლის ფარგლებში მოეწყო სკოლის ეზოს გამწვანების აქცია. პროექტი 500 ლარით დაფინანსდა და მოსწავლეებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
ნარგიზა პოპიაშვილის ინიციატივით, სამოქალაქო კლუბი აქტიურად ერთვება საზოგადოებრივ კამპანიებში, მათ შორის აქციაში - „მე ვალაგებ საქართველოს“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლისა და წმინდა ბარბარეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია.
მნიშვნელოვანია მისი თანამშრომლობა დუისის საჯარო სკოლასთან, სადაც ერთობლივად განხორციელდა ღონისძიებები თემებზე: „დავიცვათ ქალები ძალადობისგან“ და ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები.
„ქალბატონი ნარგიზა მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე. მისი ორგანიზებით გაიმართა შეხვედრები ოჯახური ძალადობის პრევენციის თემაზე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებთან. ის აქტიურად მონაწილეობს რაიონულ და რესპუბლიკურ კონფერენციებში მომხსენებლის სტატუსით.
განსაკუთრებული ყურადღების ღირსია მისი სოციალური პასუხისმგებლობა. სამოქალაქო კლუბის წევრები მისი ხელმძღვანელობით სტუმრობდნენ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და სახალისო აქტივობების საშუალებით უსაფრთხო ცხოვრების წესს აცნობდნენ.
ნარგიზა პოპიაშვილი არის პედაგოგი, რომელიც ყოველდღიურად ქმნის შესაძლებლობებს მოსწავლეთა განვითარებისთვის, აზროვნების გაძლიერებისთვის და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის. მისი პროფესიონალიზმი, ინიციატივები, თავდადება და მიღწეული შედეგები წარმოადგენს ღირსეულ მაგალითს როგორც ჩვენი სკოლის, ისე მთელი საგანმანათლებლო საზოგადოებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ კოლეგის ღვაწლის დაფასება.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ნარგიზა პოპიაშვილი მრავალი წლის განმავლობაში ემსახურება განათლების ხარისხის ამაღლებას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ