| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში მოსწავლის - ვაჟა ზარიძის ბრწყინვალე წარმატებით ხარობენ.
მე-8 კლასის მოსწავლე ვაჟა ზარიძემ საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ ინიცირებულ ლიტერატურულ-შემეცნებით კონკურსში - „როგორ მესახება ჩემი მომავალი“ გაიმარჯვა.
მოსწავლის ნაშრომი შეირჩა საუკეთესოთა შორის და გამოქვეყნდა ამავე სახელწოდების წიგნში. ვაჟას ასევე გადაეცა სერტიფიკატი, ახალგაზრდული ფანტაზიის, თავისუფალი აზროვნებისა და მომავლის შთამბეჭდავი ხედვისათვის.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და მას ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლა, დიდი სიხარულითა და სიამაყით ულოცავს ვაჟა ზარიძეს და მადლობას უხდის აქტიურობისათვის და პედაგოგთა კავშირს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ