| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომლის თანახმადაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით, შესაძლებლობა მიეცემათ, გააგრძელონ სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.
განათლების მინისტრის მოადგილის, თამარ მახარაშვილის განცხადებით, ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა და მისი მიზანია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში გაჩნდეს ჩანაწერი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მისცემს საშუალებას სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა განახორციელონ.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ცვლილებით „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის არსებულ ჩანაწერთან და აღმოიფხვრება კანონში არსებული სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დამატებასთან დაკავშირებული უზუსტობა.
კანონპროექტი მიზნად ისახავს ასევე იმ საბჭოების დაზუსტებას, რომლებიც უფლებამოსილი არიან მიიღონ გადაწყვეტილებები საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შესაბამისი პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს
პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს შეეხება - პროგრამა ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან იწყება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება