| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს პროექტ „სერტუსის“ თემაზე ონლაინ შეხვედრებს რეგიონების უმაღლეს სასწავლებლებთან და სხვა დაწესებულებებთან.
პროექტის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე და მენეჯერი თინათინ გახოკიძე ამჯერად გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ზუგდიდის საზოგადოებრივი ორგანიზაციის (ათინათი) წარმომადგენლებს შეხვდნენ. ცენტრის თანამშრომლებმა მათ დეტალურად გააცნეს პროექტი, ტესტის სტრუქტურა, საგამოცდო განრიგი და პროცედურები.
უახლოეს დღეებში ზემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციებსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის ფარგლებშიც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოსაცდელთა ტესტირების შედეგი გათვალისწინებული იქნება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის შემთხვევაში.
შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ სერტიფიკატს უკვე აღიარებს:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სდასუ);
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
„სერტუსი“ საქართველოში მომზადებული საერთაშორისო დონის სრულად ელექტრონული სისტემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც რეგისტრაცია, ასევე ტესტირება და გასწორების პროცესიც ელექტრონულად მიმდინარეობს. ის უპასუხებს ტესტირების მეთოდოლოგიის საერთაშორისო სტანდარტებს და მორგებულია, როგორც სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კერძო კომპანიის მოთხოვნებზე, ასევე – სწავლის გაგრძელებისა თუ მუშაობის დაწყების მსურველთა საჭიროებებზე.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს
პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს შეეხება - პროგრამა ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან იწყება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება