სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, KIU დამსაქმებლებს ახალ პროგრამას სთავაზობს
05-06-2023
-
+


ბაკალავრიატის სტუდენტთა სტაჟირების მიზნით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) კერძო და საჯარო იურიდიული პირებისთვის, კომპანიებისთვის, რომლებიც  საქართველოში ან უცხოეთში ოპერირებენ, სტაჟირების პროგრამას იწყებს.

პროგრამის ფარგლებში მასპინძელ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ უკეთ გაიცნონ ქვეყნის ლიდერი უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები და საკუთარ გუნდს შემატონ მაღალი კვალიფიკაციის, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი ახალი თანამშრომლები.

ამ ეტაპზე უნივერსიტეტს უკვე ჰყავს რამდენიმე მნიშვნელოვანი პარტნიორი ორგანიზაცია, თუმცა მიმდინარე წლიდან იგეგმება ახალი  პარტნიორი ორგანიზაციების დამატება და ქსელის კიდევ უფრო გაზრდა, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა და მაღალკვალიფიციური პროფესიონალების ადგილობრივ ბაზარზე დასაქმება. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, ესენია: მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება. KIU-ს სტრატეგიული პარტნიორია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM), შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყველა პროგრამა შემუშავებულია TUM-თან თანამშრომლობით და წარმოადგენს ამავე უნივერსიტეტის პროგრამების ანალოგს. სასწავლო პროცესს უძღვებიან მსოფლიოს წამყვანი ქართველი და უცხოელი პროფესორები, მეცნიერები. სწორედ ამ სამი პროგრამის სტუდენტების შერჩევა, სტაჟირება და შემდგომ დასაქმება იქნება შესაძლებელი პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან.

კომპანიებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღნიშნულ პროგრამაში ჩართვით, უნდა შეავსონ სტაჟიორის მოთხოვნის ფორმა: სტაჟიორების მოთხოვნის ფორმა   

სტაჟირება დაგეგმილია ზაფხულის (ივლისი-აგვისტო) ან შემოდგომის (სექტემბერი-ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერი) აკადემიური სემესტრების პერიოდში. სტაჟირებისათვის გათვალისწინებული საათების გადანაწილება ხორციელდება დამსაქმებელს, სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის შეთანხმების საფუძველზე. 

KIU-ს სტაჟირების პროგრამის მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა და ტალანტების მოძიების პროცესში ორმხრივი თანამშრომლობა. 

დაინტერესებულ კომპანიებს დეტალური ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ აქ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება