სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული ენის დღესასწაული მაზერის საჯარო სკოლაში 
01-06-2023
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაზერის საჯარო სკოლაში მოსწავლეები, პედაგოგთა ხელმძღვანელობი​თ, ისტორიულ მოვლენებსა და თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ.

შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედაენის დღე.

მოსწავლეებმა ღია ცის ქვეშ აღნიშნულ დღეს საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მიუძღვნეს.

ბავშვებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, თუ რაოდენ მდიდარია ქართული ენა თავისი დამწერლობით.

ღონისძიებაზე მოსწავლეები ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოეწყვნენ და ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს.

მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

დღე საინტერესო, ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილიში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ვიდეო ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება