სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვამაყობთ შენით, წინ კიდევ უამრავი მწვერვალია!“ -კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლის - ნინო კუსიანის ესე კრებულში დაიბეჭდა
06-10-2026
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია, მოსწავლეთა სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

ამჯერად, სკოლაში IX კლასის მოსწავლის ნინო კუსიანის წარმატებით ამაყობენ.

კაცხის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ ნინო კუსიანმა მონაწილეობა მიიღო იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ -შემეცნებით კონკურსში - „როგორ მესახება ჩემი მომავალი“ და კონკურსის მესვეურთა დიდი მოწონება დაიმსახურა. მისი ესე ამავე სახელწოდების კრებულში დაიბეჭდა. 

სკოლაში ხარობენ მოსწავლის წარმატებით და მას ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„კაცხის საჯარო სკოლა ულოცავს IX კლასის მოსწავლე ნინო კუსიანს წარმატებას. სიამაყით და დიდ სიხარულით ვულოცავთ ჩვენს ძვირფას მოსწავლეს უდიდეს წარმატებას! მან კონკურსში მოიპოვა ოქროს სიგელი!

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ  ნინოს შთამბეჭდავი ესე შევიდა ამავე სახელწოდების კრებულში :„როგორ მესახება ჩემი მომავალი“, რაც მისი სიტყვის ძალისა და სიღრმისეული აზროვნების დასტურია.

ვამაყობთ შენით, გისურვებთ, რომ შენი მომავალი ზუსტად ისეთივე ნათელი, წარმატებული და ლამაზი ყოფილიყოს, როგორიც შენს ესეში დახატე. წინ კიდევ უამრავი მწვერვალია!“,- აღნიშნავენ სკოლაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება