სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო

„კლასელებთან შეხვედრა ჩემთვის ზეიმია, რადგან იმ ასაკს ვუბრუნდებით, როდესაც ერთმანეთს დავშორდით“- სკოლების დირექტორები კლასელების შესახებ
31-05-2023
-
+


კლასელებს, ბავშვობის მეგობრებს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. ისინი ის ადამიანები არიან, ვის გვერდითაც 12 წელს ატარებ, გაქვს ბევრი საერთო მოგონება, ხშირად საერთო შეხედულებები და თავგადასავლები.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში სწავლის პერიოდში მათ გარეშე ერთი დღეც კი წარმოუდგენელია, ხდება ისეც, რომ სკოლის დასრულების შემდეგ, კონტაქტი წყდება და ერთმანეთს შემთხვევით თუ შეხვდებიან. ასეთი შეხვედრები კი ყოველთვის განსაკუთრებულია, რადგან სწორედ მაშინ, ადამიანი ისევ ის ბავშვი ხდება, რომელსაც სკოლაში საუკეთესო მეგობარი ელოდება. 

ახლახან, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა, ისინი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ. ალბათ, მათი ნაწილი ერთმანეთთან კონტაქტსაც გაწყვეტს და კლასი, გაკვეთილები, ერთად გატარებული წლები - მოგონებად გადაიქცევა. 

საინტერესოა, თავად იმ ადამიანს თუ აქვთ კლასელებთან ურთიერთობა, ვინც სკოლას ხელმძღვანელობენ. ამიტომაც, დირექტორებს დავუკავშირდით და ვთხოვეთ, მათი მერხის მეგობრები, კლასელები გაეხსენებინათ. ასევე, მათი აზრი მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ბავშვობის მეგობრებთან კონტაქტი არ გაწყვიტო. 

ლიანა ნოზაძე, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლის დირექტორი:


როდესაც მოსწავლეებს „ბოლო ზარი“ ჰქონდათ, მაშინ ვუთხარი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს დღე მათთვის და ვურჩიე, სკოლის მეგობრები როგორ უნდა შეენარჩუნებინათ. პირადად მე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 40 წელია სკოლაში მოღვაწეობის სტაჟი მაქვს და ასაკიც მემატება, ჩემს კლასელებთან დღესაც ვმეგობრობ. მათთან ისეთი ურთიერთობა მაქვს, როგორც საკუთარ და-ძმასთან. კლასელებთან შეხვედრა ჩემთვის ზეიმია, რადგან ამ დროს, თითქოს, ისევ ბავშვებად ვიქცევით და იმ ასაკს ვუბრუნდებით, როდესაც ერთმანეთს დავშორდით. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა.

მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებთან კავშირი ჰქონდეთ, რომლებიც მათთან ერთად 12 წელს ატარებენ. თუ ერთმანეთის სიყვარული არ ეცოდინებათ, შემდეგ მეგობარს ვერსად შეიძენენ. როდესაც სკოლა დავამთავრეთ, არც ინტერნეტი იყო და არც კომუნიკაციის ამდენი საშუალება, ამიტომაც ერთმანეთს წერილებს ვწერდით. ზოგიერთი მათგანი შენახულიც მაქვს, ისინი ისეთი თბილი და ემოციურია, ზოგჯერ თვალზე ცრემლი მომადგება ხოლმე. ახლა კი ურთიერთობას სოციალური ქსელის საშუალებით ვაგრძელებთ.

რომან ქავთარაძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია, რომ კლასელებს ერთმანეთთან ურთიერთობა წლების მერეც ჰქონდეთ. ჩვენი სკოლა სოფლისაა, მცირეკონტინგენტიანია, წელს 4 კურსდამთავრებული გვყავს, აქ ყველა ისე ვართ, როგორც ერთი ოჯახი. მე ჩემი კლასელები ძალიან მიყვარს და ამ სიყვარულს ახლა მოსწავლეებს ვუნერგავთ. დარწმუნებული ვარ, რომ სკოლის ამდენი გამოშვებიდან, ერთმანეთთან ყველას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. თავად მე, ჩემს კლასელებთან ახლაც, ფაქტობრივად, ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს. ერთმანეთს ყველანაირად გვერდით ვუდგავართ. ისე ვართ, როგორც დედმამიშვილები. ერთმანეთს დღემდე ვზრდით, ვავითარებთ და ვაძლიერებთ.

გია რამინაშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ონის საჯარო სკოლის დირექტორი:

რასაკვირველია, ჩემი კლასელები, ჩემი მერხის მეგობრები მახსოვს, მათთან ურთიერთობა დღემდე მაქვს, ვიკრიბებით ხოლმე. ერთი სოფლიდან ვართ და ხშირი კონტაქტი გვაქვს, ამიტომ, ურთიერთობის შენარჩუნება რთული არ ყოფილა. ზოგადად, ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, წელს 1 კურსდამთავრებული გვყავდა. ის სხვა კლასის მოსწავლეებთან მეგობრობდა. ზოგად ჭრილში რომ ვთქვათ, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, როდესაც კლასელები ერთმანეთთან კავშირს არ წყვეტენ და ურთიერთობა აქვთ.

იმედა მუკუტაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომანაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

თავდაპირველად, უნდა აღვნიშნო, რომ სკოლის ყველა გამოშვებასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. რაც შეეხებათ ჩემს კლასელებს, მერხის მეგობრებს - უკვე 21 წელია, რაც სკოლა დავამთავრეთ და წარმოიდგინეთ, კვირაც კი არ გადის ისე, რომ ერთმანეთი არ მოვინახულოთ. ამდენი ხნის განმავლობაში ურთიერთობის შენარჩუნებაში, ახლა, რასაკვირველია, სოციალური ქსელები გვეხმარება, თანაც ერთმანეთთან ახლოსაც ვცხოვრობთ. იმისთვის, რომ ადამიანს შორის პატივისცემა და კარგი დამოკიდებულება შენარჩუნდეს, ამისთვის საჭიროა, შიგადაშიგ ერთმანეთი მოიკითხონ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ჩვენ ასეთი კარგი და თბილი ურთიერთობა თუ გადაგვარჩენს.

მინდია ცხვედიანი, ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი კლასელების უმრავლესობასთან ძალიან ხშირი კონტაქტი მაქვს. შეკრების დღეები გვქონდა ხოლმე, ახლა საერთო ჩატი გვაქვს და ამდენი წლის განმავლობაში, ურთიერთობის შენარჩუნება ასე მოვახერხეთ. ახლა ამაში ინტერნეტიც გვეხმარება. უნდა აღვნიშნო, რომ მათთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცხოვრების განმავლობაში, შეიძლება სხვა ადამიანები შეიძინო, თუმცა ბავშვობის მეგობრები, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულები არიან.

გარდა ამისა, პედაგოგებს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებთან კონტაქტი გვაქვს, როდესაც სოფელში ბრუნდებიან, სკოლაში მოდიან ხოლმე.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა ვადა აქვთ მასწავლებელბს მოსწავლის შეფასების და დასწრების მონაცემის შესაცვლელად 

რა თანხის გადახდა მოუწევს სკოლას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის

„ენობრივი მახეები“: 17 შეცდომა, რომლებსაც გაუცნობიერებლად ვუშვებთ 

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები
 „კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“
 

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა

 „ბავშვებო თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“

სკოლაში დაბრუნებულ გოგონათა გუნდს საზეიმოდ დახვდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება