| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ბრიტანეთის საბჭო ვიწვევთ ინგლისური ენის პედაგოგებს კვლევითი უნარების განვითარების (Exploratory Action Research) ონლაინ სატრენინგო კურსის შედეგების პრეზენტაციაზე.
ბრიტანეთის საბჭოს კვლევითი უნარების განვითარების ონლაინ სატრენინგო კურსი (Exploratory Action Research) ჩატარდა 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით და მასში წარმატებით მონაწილეობდა ინგლისური ენის 13 მენტორი მასწავლებელი. აღნიშნულმა კურსმა საშუალება მისცა მონაწილეებს გამოცდილი საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით გასცნობოდნენ კვლევითი საქმიანობის კონცეფციას და მის მთავარ მახასიათებლებს, აერჩიათ და დაემუშავებინათ რეალური, მათთვის საინტერესო საკვლევი თემა; გასცნობოდნენ მონაცემთა შეგროვების სხვადასხვა მეთოდებს და აერჩიათ კონკრეტული საკვლევი თემისთვის შესაფერისი ინსტრუმენტები, გაეზიარებინათ კვლევის შედეგები და გამოცდილება კოლეგებისთვის; გასცნობოდნენ მეთოდებს, რომლებიც დაეხმარება მათ კიდევ უფრო განვითარდნენ როგორც მკვლევარი-პედაგოგები.
კურსის შედეგების პრეზენტაციები ჩატარდება ვებინარის ფორმატით 2 ნაწილად;
კურსის მონაწილეები ისაუბრებენ საკუთარ გამოცდილებაზე, წარმატებებსა და გამოწვევებზე, წარმოადგენენ საკუთარ კვლევით მასალას.
პირველი ვებინარი ჩატარდება 30 მაისს, სამშაბათს, 17:00-18:00 საათზე.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას