სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არა ბულინგს!“ - საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი აჭყვას საჯარო სკოლაში 
17-05-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში, პროექტი - „არა ბულინგს!“, განხორციელდა. 

პროექტი IX, X და XI კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის - თეა ზოიძისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ნინო გათენაძის ხელმძღვანელობით, სკოლაში არსებულ ეკოკლუბთან ერთად ჩატარდა. 

მოსწავლეებმა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის შეგროვების მიზნით, წინასწარ მომზადებული კითხვარებით  მშობლებთან და მოსწავლეებთან ინტერვიუ ჩაიწერეს. 

ბავშვებმა პოსტერები ინგლისურ და ქართულ ენებზე დაამზადეს. პროექტის დასასრულს კი, პრეზენტაციები ორივე ენაზე გააკეთეს. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში სტუმრად მოიწვიეს მშობლები, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ერთ- ერთმა მშობელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა - მირზა მიქელაძემ, თემის აქტუალობასა და პრევენციებზე ისაუბრა, ის დიდი ინტერესით ჩაერთო მოსწავლეებთან დისკუსიაში.

სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის პროექტში მონაწილე მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს.

„თანამედროვე სამყაროში, ბულინგი საერთაშორისო მნიშვნელობის პრობლემაა. თუ გარკვეული წლების წინ ბავშვის მიერ თანატოლზე განხორციელებულ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას სერიოზულად არავინ აღიქვამდა, ჩვენს დროში ბულინგს გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობენ“, - აღნიშნეს პროექტის მონაწილეებმა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება