| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პედაგოგები, მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის IIIა კლასში, კლასის საათი - „თამარ შვიდმნათობიერი“ ჩატარდა.
„სკოლაში, დილიდანვე ააფრიალეს თამარის დროინდელი დროშა. საამაყოა ის ფაქტი, რომ როდესაც მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ქალები ჯერ კიდევ თავიანთი უფლებებისთვის იბრძვიან და პრობლემაა სახელმწიფოს მეთაურად ქალის არჩევა, საქართველოში, ეს ჯერ კიდევ XII საუკუნეში გახდა შესაძლებელი“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს, თამარ მეფის ეპოქასა და მის ღვაწლზე, ინფორმაციები მოიძიეს, წაიკითხეს ლექსები, გაიხსენეს ლეგენდები და მოისმინეს თამარის ანდერძი.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ