სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ფეხბურთის ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა
16-05-2023
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლას მოსწავლეები სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ. 

ამჯერად, მათ პირველი ადგილი ფეხბურთის ტურნირში დაიმსახურეს. მათ ღირსეულად იასპარეზეს, სპორტული შესაძლებლობები გამოვლინეს და შესაბამის შედეგს მიაღწიეს. 

„მთავარი თასი“ საზეიმო ვითარებაში გამარჯვებული სკოლის გუნდს საფეხბურთო სკოლის დირექტორმა - ზურაბ ტატიშვილმა გადასცა. ტრადიციული ტურნირი მეორე წელია, რაც ჭიათურის მერიის მხარდაჭერით და საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით ტარდება. აღსანიშნავია, რომ ფინალში ერთმანეთს პირველი და მეორე საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ. დაძაბული მატჩი კი მე-2 სკოლის სასარგებლოდ 3:2 დასრულდა.

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და ულოცავენ.

„ამირან (ბაჩუკი) გაჩეჩილაძის დაბადების დღეა. ჭიათურის საფეხბურთო სკოლამ, ვეტერანმა ფეხბურთელებმა, მეგობრებმა ყველასათვის საყვარელი თანაქალაქელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივით მიაგეს და შეუსრულებელი 64 წელი მისი სახელობის თასის გათამაშებით მიულოცეს.
ტურნირის გამარჯვებული მე-2 საჯარო სკოლის გუნდი დიპლომით და მედლებით თეიმურაზ ბიწაძემ დააჯილდოვა.
სხვადასხვა ნომინაციაში დასახელდნენ და თასები ნომინაციებისთვის დააწესა ამირან გაჩეჩილაძის ოჯახმა.
საუკეთესო მეკარე - დავით გოდელაძე- დიპლომით და თასით ოლეგ სამხარაძემ დააჯილდოვა.
საუკეთესო მცველი - გიორგი წერეთელი - დიპლომით და თასით მალხაზ ქაშაკაშვილმა დააჯილდოვა.
საუკეთესო ნახევარმცველი - შაკო შერგელაშვილი - დიპლომი და თასი გოჩა კიკვიძემ გადასცა.
საუკეთესო თავდამსხმელი - იოანე ჭიტაძე - დიპლომით და თასით ლეგენდარულმა ვეტერანმა ფეხბურთელმა ამირან სევასტოპულომ დააჯილდოვა.
საუკეთესო ფეხბურთელი - ლუკა მიქაცაძე -საფეხბურთო სკოლის მიერ დაწესებული დიპლომით და თასით ამირან გაჩეჩილაძის შვილმა ირაკლი გაჩეჩილაძემ დააჯილდოვა.
საფეხბურთო სკოლის სახელით თეიმურაზ ბიწაძემ ამირანის შვილს სიმბოლური სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
ირაკლი გაჩეჩილაძემ ოჯახის სახელით ასევე სამახსოვრო საჩუქარი ჭიათურის საფეხბურთო სკოლას უსახსოვრა“,- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება