სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პატივი ეცი სიბერეს, ის შენი მომავალია“- დანისპარაულის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
16-05-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, მე-10 - მე-12 კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „პატივი ეცი სიბერეს, ის შენი მომავალია“, განახორციელეს. პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი ნანი შამანაძე, ხოლო ჩართული პედაგოგები ინგა გელაძე და რუსუდან გელაძე იყვნენ.

როგორც სკოლაში ამბობენ, პროექტის მიზანი ხანდაზმულებზე ზრუნვა, მათი ინდივიდუალური და სოციალური საჭიროებების გათვალისწინება, სოფლის განვითარებაში წვლისის შეტანა და მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების შეცვლის აუცილებლობაზე ცნობიერების ამაღლება იყო. 

პროექტმა დიდი წარმატებით ჩაიარა, ის მუსიკალური რგოლით დასრულდა.

„ჩვენს ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა 20%-ს ხანდაზმულები წარმოადგენენ. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები და პედაგოგები ესტუმრნენ სოფლის ყველაზე ხანდაზმულ ქალბატონ სურიე კოჩალიძე-გელაძეს, რომელიც ტკბილეულითა და ფასიანი საჩუქრებით გაახარეს!...
იგი გახლავთ ღირსებით, სიკეთით, ტრადიციების ერთგულებითა და სიბერესთან შეურიგებლობით გამორჩეული... ინტერვიუში მან არ აღიარა დაბერება და დაბადების წელი, მისი თქმით, ადამიანის გული არ ბერდება, რაც მართლა დავინახეთ მასთან საუბარში.
ჩვენი განხორციელებული პროექტის შედეგი ისაა, რომ ჩავდეთ ნაპერწკალი თანატოლებში, რომლებიც ცხოვრობენ ხანდაზმულებთან ან მათ გვერდით.
მომავალმა თაობებმა უნდა იზრუნონ მათზე, რადგან სიბერე დაბნეულობის ასაკია, თუმცა არის ჯილდოც. ყველას ვალდებულებაა პატივი სცენ სიბერეს, რადგან ის ყველა ჩვენგანის მომავალია.
დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს, დირექტორსა და მასწავლებლებს: ზურაბ შამანაძე, მერი პაქსაძე, ნაირა გელაძე, დაზმირ პაპიძე, თემურ შამანაძე, ხათუნა აბულაძე, მარინა იაკობაძე, ჯანიკო კოჩალიძე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება