| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. ამჯერად საინტერესო პროექტი მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებას მიეძღვნა.
3 მაისს, VIIა კლასში, საგანში - „მოქალაქეობა“ განხორციელდა პროექტი „ფინანსური გადაწყვეტილება - შემიძლია გავხდე მეწარმე“. პროექტი მოსწავლეებს მასწავლებელმა - მარიკა ღვინიაშვილმა შესთავაზა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ დირექტორის მ/შ ნელი მექვაბიძე და კლასის დამრიგებელი და მათემატიკის მასწავლებელი ეკატერინე ტეტუნაშვილი, აგრეთვე სხვა მასწავლებლები.
მოსწავლეებმა - ლუკა ზურაბაშვილმა, ლელა კვარიანტაშვილმა, მარი კუთხაშვილმა, მარი ნანეტაშვილმა, მარი კუთხაშვილმა, სერგი კვარიანტაშვილმა, ლია მებაღიშვილმა წარმოადგინეს თავისი ხელით გაკეთებული ხაჭაპური, სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმი, ასევე ოჯახში გამომცხვარი თონის პური. პრეზენტაციის დროს, თითოეულმა მათგანმა პროდუქცია აღწერა, წარმოადგინა რეცეპტი და ხარჯთაღრიცხვა, პროდუქტი შეაფასა მყიდველის და გამყიდველის პოზიციიდან, განსაზღვრა რა დაჯდა მისი წარმოება და რა მოგებას მოიტანს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს საბაზრო ეკონომიკის შესახებ, ფაქტორებზე, რომლებზეც დამოკიდებულია ფასების რეგულირება. აღსანიშნავია,რომ მოსწავლეებმა აქცენტი გააკეთეს ჯანსაღ კვებაზე და ხაზი გაუსვეს ქველმოქმედების საჭიროებას.
„პროექტმა მიზანს მიაღწია. მოსწავლეებმა დაასკვნეს რა უნდა გაითვალისწინონ ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად. მათ გამოთქვეს სურვილი ახლო მომავალში, ქველმოქმედების მიზნით, მოაწყონ საკონდიტრო ნაწარმის სასკოლო ბაზრობა, შემოსული თანხით კი დახმარება გაუწიონ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს“,- გვიყვებიან სკოლაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“
„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“
„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ