| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აბაშის მუნიციპალიტეტის დ. ტყებუჩავას სახელობის სოფელ წყემის საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს.
პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი მონახულეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
მოსწავლეებმა მეორე მსოფლიო ომის შესახებ ისაუბრეს. განიხილეს მასში ქართველთა მონაწილეობა და როლი.
„მეორე მსოფლიო ომში, როცა ერთმანეთს ორი ბოროტება ებრძოდა, საქართველომ, პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. ამ ომის ვეტერანებისთვის 9 მაისი უწინდებურად დღესასწაულია საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. ქართველ ვეტერანებს სალაპარაკო, მართლაც, ბევრი აქვთ და არამარტო ომზე და იქ დაკარგულ ასიათასობით თანამემამულეზე. 9 მაისი მათი გამარჯვების დღეა.
მადლობას გიხდით შეუპოვარი ბრძოლისთვის, პატრიოტული სულისკვეთებისთვის, სამშობლოსა და კუთვნილი თავისუფლების სიყვარულისთვის, გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენთვის მოიპოვეთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ნათელი დაუმკვიდროს უფალმა გარდაცვლილთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“
„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“
„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ