სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში ბათუმელ პოეტებს უმასპინძლეს
10-05-2023
-
+


ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებების ბუმია.

მიმდინარე წლის 4 მაისი განსაკუთრებით დაამახსოვრდებათ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.

ამჯერად, სკოლას ბათუმელი პოეტები სტუმრობდნენ.... ქალბატონები: გულო გაბაიძე და მზია თავართქილაძე, ასევე ბატონი ვახო გოგრაჭაძე და ჟურნალისტი ოთარ ცინარიძე.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეების დაინტერესება პოეზიითა და წიგნის კითხვით.

ახალგაზრდა პოეტებმა საკუთარი შემოქმედება გააცნეს მოსწავლეებს, შეხვედრაზე წაუკითხეს საკუთარი ლექსები და უპასუხეს მოსწავლეთა დასმულ კითხვებს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ჯიხანჯურის საჯარო სკოლას წლებია ხელმძღვანელობს ყველასათვის მისაბაძი დირექტორი მიხეილ ხალვაში, ვინც ამავდროულად უამრავი ლექსების კრებულის ავტორიც გახლავთ.

„ბატონმა მიხეილმა მოწვეულ სტუმრებსა და მოსწავლეებს წაუკითხა საკუთარი ლექსები, რასაც უემოციოდ არ ჩაუვლია როგორც მოსწავლეებში, ასევე სტუმრებში. ასევე, სკოლის დირექტორის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს ამავე სკოლის მოსწავლეებმაც. მოსწავლეების წაკითხულ ლექსებში იგრძნობოდა პოეზიისადმი დიდი სიყვარული. შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდა პოეტებმა სკოლის დირექტორსა და ბიბლიოთეკას სამახსოვროდ გადასცეს ლექსების კრებულები და სხვა საინტერესო ლიტერატურა. მადლობა მოწვეულ სტუმრებს, სკოლის მოსწავლეებს დიდხანს ემახსოვრებათ ეს დღე. ასეთი შინაარსის შეხვედრები სამომავლოდაც იგეგმება ფართო მასშტაბით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება