| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა გიორგი ამილახვარის ბრძანებით, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის გამოცდებზე გადახდილი თანხის უკან დაბრუნება შეეძლებათ იმ პედაგოგებსა და სპეცპედაგოგებს რომლებსაც სტატუსი, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების, მიღწევებისა და ღვაწლისთვის ინდივიდუალური ბრძანების საფუძველზე მიენიჭათ.
„2023 წლის საგნის გამოცდაზე რეგისტრირებულ იმ პირებს, რომელთაც „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ 26-ე მუხლით გათვალისწინებული წესით მიენიჭათ ან 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომდე მიენიჭებათ „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“ გათვალისწინებული მასწავლებლის ერთ-ერთი სტატუსი, უფლება აქვთ უარი განაცხადონ ტესტირებაში მონაწილეობაზე და დაიბრუნონ ტესტირებაში მონაწილეობის საფასური, ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში.
ცენტრი უფლებამოსილია ინფორმაცია პირისათვის „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ 26-ე მუხლით გათვალისწინებული წესით მასწავლებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაამოწმოს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში“
განმარტება: მუხლი 26. განსაკუთრებულ შემთხვევაში მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების წესის და პირობების განსაზღვრა
განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესსა და პირობებს შეიმუშავებს და ამტკიცებს კომისია, რომელიც იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა