სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფარიზის საჯარო სკოლის მასწავლებელ ფარზინ მაშადიევს განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისთვის სტატუსი აუმაღლდა
04-05-2023
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზის საჯარო სკოლის მასწავლებელი ფარზინ მაშადიევი მოსწავლეთა განვითარებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად მუშაობს.

მან ფარიზის საჯარო სკოლაში მუშაობის პერიოდში, არაერთი სასწავლო თუ სოციალური პროექტი განახორციელა. ის კოლეგებთან ურთიერთობით, გამოცდილების გაზიარებითა და სიახლეებიის დანერგვით დაინტერესებული მასწავლებელია. 

ფარზინ მაშადიევი 1994 წლის 26 აგვისტოს დაიბადა. 2013 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩააბარა, 2018 წელს წარჩინებით დაამთავრა და ბაკალავრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
2018 წელს მაგისტრატურა ტექნიკურ უნივერსიტეტში, გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით, გაიარა. 
ჩააბარა საგნის გამოცდები: ქართული, როგორც მეორე ენა, მათემატიკა და ფიზიკა 10 ქულით.
2018-2019 წელს მუშაობა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩმუღანლოს საჯარო სკოლაში დამხმარე მასწავლებლად დაიწყო, ხოლო შემდეგ, 2019-2021 წელს, მარნეულის N2 საჯარო სკოლაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად გააგრძელა.

რაც შეეხება ფარიზის საჯარო სკოლაში მუშაობის გამოცდილებას, მან სწავლება 2021-2022 სასწავლო წელს დაიწყო. გარდა, ამისა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის სკოლაშიც მუშაობს. 

მას მომავალი თაობების აღრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლი დაუფასდა და სტატუსი აუმაღლდა. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 14 მარტის N291575 ბრძანების „განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ - შესაბამისად შექმნილმა კომისიამ შეისწავლა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზის საჯარო სკოლის პედაგოგისთვის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების საკითხი. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფარზინ მაშადიევს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

„ვარ ფიზიკისა და მათემატიკის სერტიფიცირებული-უფროსი მასწავლებელი. გავლილი მაქვს არაერთი პროფესიული განვითარების ტრენინგი როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე საერთაშორისო - მასწავლებელთა დაკვირვებისა და მენტორინგის პროგრამის (TOMP) მიერ ორგანიზებული. მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას  აქტიურად ვახმარ სკოლას. ვატარებ მრავალფეროვან, მოსწავლეებზე მორგებულ გაკვეთილებს. ვიყენებ, განმავითარებელი შეფასების, დიფერენცირებული სწავლების, რემედიაციის კომპონენტებს. აქტიურად ვთანამშრომლობ მშობლებთან და ვეხმარები მათ სასკოლო ცხოვრებაში ჩასართავად. ხელს ვუწყობ არაფორმალურ განათლებას სკოლაში ფიზიკისა და მათემატიკის კლუბების დაარსებითა და აქტიური მუშაობით. მუდმივად ვეხმარები მასწავლებლებს კარიერულ წინსვლაში, მაქვს შეხვედრები მათთან და  ვუზიარებს ცოდნას. ვესწრები (ვესწრებით) მასწავლებლებს გაკვეთილებზე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ვაძლევ მათ კონსტრუქციულ უკუკავშირს. გაკვეთილების შემდგომ შეხვედრებზე კი პედაგოგებთან ვატარებ სხვადასხვა მეთოდის მოდელირებას.
2018 წლიდან ვიყავი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა“ - დამხმარე-მასწავლებელი. პროგრამაში მიღებისთანავე გავიარეთ გრძელვადიანი ტრენინგი  სხვადასხვა კომპონენტებში“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

მასწავლებელი სტატუსის ამაღლებით მოხარულია.

„დიდ მადლობას ვუხდი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა სახლს ნდობითვის. მადლობას ვუხდი ფარიზის საჯარო სკოლას და მის ხელმძღვანელს მაია გაბიძაშვილს, ბოლნისის რესურსცენტრს და მის ხელმძღვანელს იამზე სვანიძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი წარმატება გაიზიარა. მომავალში, ჩემი თავდაუზოგავი შრომით, სტატუსს აუცილებლად ავიმაღლებ“,- ამბობს მასწავლებელი. 


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

მასწავლებლებს თანხის დასაბრუნებლად ვადა 11 მაისის ჩათვლით აქვთ - დეტალები

ფაშიზმზე გამარჯვების დღე - რატომ ზეიმობენ ევროპული ქვეყნები 8 მაისს,  ჩვენ კი, 9 მაისს

რა პოზიციაზე აცხადებს კონკურსს მანდატურის სამსახური

ვინ არის ვახტანგ ცაგარელი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სკოლები
ახალგაზრდა თეატრალებმა დიდი პასუხისმგებლობით მოირგეს პერსონაჟების სახეები
 
 
 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა სამსახიობო და მეტყველების უნარების განვითარება თოჯინების მართვის საშუალებით

ირგანჩაის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება