სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დარაქოვის საჯარო სკოლაში, პედაგოგმა - ირინე ირემაძემ ბულინგის თემაზე საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა
04-05-2023
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლის ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელმა ირინე ირემაძემ  მე-5 კლასში, ჩაატარა გაკვეთილი თემაზე - „ბულინგი“

პედაგოგმა მოსწავლეებს ესაუბრა იმის შესახებ, რომ ბულინგი ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. ბულინგი განიმარტება, როგორც სხვა ადამიანისათვის ზიანის მიყენებას ან მის მცდელობას, ეს არის განმეორებით ჩადენილი ნეგატიური ქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრამვას.

ბავშვი - მსხვერპლი სხვებთან შედარებით არის უფრო პატარა და სუსტი. აშინებს ყოველგვარი კონფლიქტი თანატოლებს შორის, საფრთხის გაჩენის შემთხვევაში კი იწყებს ტირილს. ცდილობს სკოლაში ყოფნისას მოერიდოს ხმაურიან თავშეყრის ადგილებს და დარჩეს კლასში შეუმჩნეველი.

მასწავლებელმა აღნიშნა, რომ ბავშვ - აგრესორს, საპირისპირო თვისებები ახასიათებს. ის მუდმივად ცდილობს უფროსად და ძლიერად გამოიყურებოდეს, ხშირად ეუხეშება მასწავლებლებს, მშობლებს, საკუთარ და - ძმას. თანატოლებთან ურთიერთობისას ცდილობს თავისი ძალა გამოამჟღავნოს, პრობლემების გადაჭრის დროსაც უპირატესობას ძალისმიერ გზას ანიჭებს.

ბავშვ - აგრესორებს მაღალი თვითშეფასება აქვთ და თავიანთ გარემოში სოციალური უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ. ბულინგი ძალადობის განსაკუთრებით საზიანო ფორმაა და სკოლებში აუცილებელია პრევენციული პროგრამების შემოღება, პედაგოგის თქმით, ასევე საჭიროა სკოლებში ძალადობის უწყვეტი მონიტორინგი.

მოსწავლეებისთვის გაკვეთილი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, მათ გაიაზრეს გლობალური პრობლემა და მასთან ბრძოლაში საკუთარი წვლილის შესახებ ისაუბრეს. 

სკოლის დირექტორი ალისა აბაჯიანი პედაგოგსა და მოსწავლეებს მადლობას უხდის საინტერესო გაკვეთილისთვის და მათ წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება