სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზემო ალვანის N1, ახმეტის N1 და დუისის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მუნიციპალურ სპორტულ შეჯიბრში დიდ წარმატებას მიაღწიეს
04-05-2023
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N1, დუისისა და ახმეტის N1 საჯარო სკოლების მოსწავლეები სხვადასხვა სახის აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ზურაბ ფილაშვილის ინიციატივით და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით, ახმეტაში ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელობის ძიუდოს დარბაზში მუნიციპალური სპორტული შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მუნიციპალიტეტის 11, მათ შორის, ზემო ალვანის N1, დუისისა და ახმეტის N1 საჯარო სკოლების მოსწავლეები ჩაერთნენ. 

მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და წარმატებას მიაღწიეს. 

შედეგად, პირველი ადგილი - ზემო ალვნის N1 საჯარო სკოლამ,  მეორე ადგილი - ახმეტის N1 საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე ადგილი - დუისის საჯარო სკოლამ დაიკავა.

პირველ ადგილზე გასულ გუნდს თასი, სიგელები და მედლები გადაეცათ, ხოლო სხვა გამარჯვებულ გუნდებს სიგელები და მედლები. აღსანიშნავია, რომ მერის პირველი მოადგილის, ზურაბ ფილაშვილის ინიციატივით, გამარჯვებული გუნდები ექსკურსიაზე გაემგზავრებიან.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება