სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზედაეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კვირეულის - „ჩვენი თვალით დანახული აფხაზეთი“, ფარგლებში საინტერესო პროექტზე იმუშავეს
04-05-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები თუ ღონისძიებები ხშირად იმართება. 

ამჯერად, საინტერესო კვირეულის - „ჩვენი თვალით დანახული აფხაზეთი“ ფარგლებში აქტივობები განხორციელდა. მის მიმდინარეობაში VIII კლასის მოსწავლე გიგა თორდია, XI კლასის მოსწავლე მარიამ კვიციანი, IX და X კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. თავის მხრივ, მათ პროექტი - „ჩვენ დავბრუნდებით სოხუმში როცა...ისევ აღვავლენთ ქართულად ლოცვას“ მოამზადეს. 

პროექტის მიზანი კონფლიქტების პრევენციაა. მის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს ხელნაკეთი წიგნი, სადაც მოცემულია ინფორმაცია აფხაზეთის ისტორიულ ძეგლებზე: ილორის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის ბედიის მონასტრის, დრანდის ტაძრისა და საკათედრო ტაძრის შესახებ.

პროექტის ხელმძღვანელები ნინო ჭითანავა, ნინო თორდია და ნინო ჭიპაშვილი არიან. 

„წიგნის გვერდებზე დამატებულია პიკასოს „მშვიდობის მტრედი“, საქართველოს რუკა, ერთიანობის ხიდი და გადაჯვარედინებული ხელები სიმბოლოდ იმისა, რომ ჩვენ ერთად ვიქნებით, ხოლო გვერდზე დართული აქვს ილორის და ბედიის მონასტრის მაკეტები, რათა დაბრუნების შემდეგ მადლობის ნიშნად ტაძრებში ავანთოთ სანთლები.
სკოლაში მომზადდა რამოდენიმე პროექტი, საიდანაც კომისიამ შეარჩია ერთი, რომელიც რესურსცენტრში გაიგზავნა და კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. თუ წარმატებული იქნება და გაიმარჯვებს, სკოლას ფულადი ჯილდო გადაეცემა. ვუსურვებთ წარმატებებს ჩვენს სკოლას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება