| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში წარმატებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა პროექტზე - „21- ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელები“ განახორციელეს.
მეშვიდეკლასელებმა აღნიშნულ პროექტზე ჯგუფურად იმუშავეს, მათ 21-ე საუკუნის ფეხბურთელებზე საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს.
„პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს, თანამშრომლობის, ინფორმაციის მოძიებისა და გაზიარების უნარი გამოუმუშავდათ. მათ შეძლეს ცნობილი ფეხბურთელების წარმატების შესახებ ინფორმაციის გაშუქება, რა თქმა უნდა, ემოციურად განიხილეს ხვიჩა კვერაცხელიას ბიოგრაფია“, - გვიყვებიან სკოლაში.
ბავშვებმა ასევე თემატური პოსტერები და ბუკლეტები დაამზადეს.
აქტივობაში ისინი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი სახალისო და საინტერესო იყო.
„მადლობა მოსწავლეებს ჩართულობისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი პროექტები და აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს