სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიულ კოლეჯს სტუმრობდნენ
04-05-2023
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები, სხვადსხვა პროფესიების შესახებ ცოდნის გაღრმავების მიზნით, კოლეჯ - „ფაზისში“, იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ კოლეჯი ფოთში მდებარეობს.

შეხვედრა, 2 მაისს მოეწყო და მასში  VIII-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

კოლეჯის წარმომადგენლებმა, მოსწავლეებს დაწვრილებით აუხსნეს კოლეჯის ისტორია, საქმიანობა, ასევე ისაუბრეს სხვადასხვა პროფესიის წარმატებულ ადამიანებზე.

ბავშვებმა, საუკეთესო ნაშრომები დაათვალიერეს, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებში ამ ნამუშევრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, მათ დუალური განათლების მიღების სურვილი გაუჩნდათ.

როგორც  სკოლაში გვიყვებიან, თითოეული მოსწავლე უკვე ათვითცნობიერებს, რომ არ არსებობს ქალის და კაცის პროფესია ცალ-ცალკე და რომ არც ერთი პროფესია არ არის სათაკილო. მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ რაც უფრო მრავალფეროვანია შენი ცოდნა და ინტელექტი მით უფრო მარტივია შენი ცხოვრება.

აქტივობას, მოქალაქეობის პედაგოგი მედეა გათენაძე და VIII-IX კლასების დამრიგებლები ხელმძღვანელობდნენ. 

„მადლობას ვუხდით კოლეჯის დირექტორს და თითოეულ პედაგოგს გულთბილი მიღებისთვის და საინტერესო საუბრისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება