სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დავიცვათ ბუნება“ - დადეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
04-05-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.

მათ ამჯერად, სკოლაში კიდევ ერთი საინტერესო პროექტი - „დავიცვათ ბუნება“ განახორციელეს.

პროექტი რამდენიმე ეტაპად წარიმართა.

მისი მიზანი მოსწავლეებში ბუნების სიყვარულისა და მოფრთხილების უნარ-ჩვევების განვითარება იყო.

მოსწავლეებმა სხვადასხვა ეტაპზე, გარემოს დაბინძურებით გამოწვეული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს.

მათ ასევე სკოლაში დისკუსიები გამართეს, იმსჯელეს, და პრობლემის გადაჭრის გზები დასახეს.

„თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, დაგეგმეს და განახორციელეს სასარგებლო აქტივობები, მათ შორის, 2 მაისს ერთობლივად დაასუფთავეს გარემო სკოლისა და სოფლის შემოსასვლელის მიმდებარედ“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა სოფელში გამართეს მსვლელობა თავიანთი ხელით დამზადებული ტრანსფარანტებით, რომლებზეც ქართულ, სომხურ და სხვა ენებზე (რომლებსაც სწავლობენ სკოლაში) ეწერა მოწოდებები სისუფთავის, ბუნების დაცვისკენ. ასე მათ ბუნების გაფრთხილებისაკენ ზრდასრულებსაც მოუწოდეს.

პროექტის შეჯამების შემდეგ, მოსწავლეებმა მიზნად დაისახეს ახალი პროექტის განხორციელება.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტში ჩართული იყო სკოლის მთელი პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეთა მშობლები.

„საინიციატივო ჯგუფის (ცირამამაცაშვილი, ოფელია ისპირიანი, აიგუი მანასიანი) ხელმძღვანელობითა და თანადგომით, დირექციის მხარდაჭერით პედაგოგები საკუთარი საგნების ფარგლებში მდგენელ სასწავლო პროექტებს ახორციელებდნენ. პროექტს მხარი დაუჭირეს თემის წარმომადგენლებმა თემის გამგებლის თაოსნობით“, - გვეუბნებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება