სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედაენის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კვირეული დაბა ქედის საჯარო სკოლაში
04-05-2023
-
+


ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში, არაერთი შემეცნებითი თუ შემოქმედებითი ღონისძიება ეწყობა. 

მათ შორის, აღსანიშნავია დედაენის დღისადმი მიძღვნილი, მრავალფეროვანი ღონისძიებებით გაჯერებული კვირეული. 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა, ამ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო გაკვეთილები, თემაზე - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!“, ჩაატარეს. 

ასევე სკოლაში, კალიგრაფიის, ესეების  და გამომეტყველებითი კითხვის კონკურსი მოეწყო, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, ამ დღისადმი მიძღვნილი გამოფენა, სახელწოდებით - „ენა დედაა ერისა“. 

მე-10 კლასის მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას ლიტერატურულ -მუსიკალური კომპოზიციის პრეზენტაცია - „შენს ბებერ კედელს, შენს ჩუქურთმას, ჩემგან უნახავს, რამე სათქმელი ჩემთვის ხომ არ გადაუნახავს?“, წარუდგინეს.

კვირეულს, მე-8ა კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ და პოეტ ნათელა დუმბაძესთან ერთად ლიტერატურული შეხვედრა მოაწყვეს. 

რაც შეეხება მე-8ბ კლასს, მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო მოაწყვეს და დედაენის დღე ასე აღნიშნეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასკოლო კონკურსში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა, რაიონულ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, რისთვისაც სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება