სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიებების კვირეული ხუცუბნის საჯარო სკოლაში
04-05-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა, ამ მიზნით სკოლაში, არაერთი ღონისძიება ეწყობა.

მათ შორის არსანიშნავია, ქართული ენის კვირეული, რომლის ფარგლებში, სკოლაში სხვადასხვა მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებები 19-21 აპრილს მოეწყო.

ამ დღესთან დაკავშირებით, III კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი გული მესხიძე გახლავთ, ლიტერატურული დილა - „ქართული მარტო ენაა?!“, მოაწყვეს. აღსანიშნავია, რომ  ამავე კლასის მოსწავლე ნინი ბლადაძემ, რომლის მასწავლებელი გულნარა მიქელაძეა, ქართული ენის დღეს ნახატების პერსონალური გამოფენა მიუძღვნა. 

V კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ინგა მიქელაძესთან ერთად, მხატვრული კითხვის დღე ჩაატარეს. ბავშვებმა დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, საინტერესო იყო მასწავლებლის მიმოხილვა დედაენის დღის, ქართული ენისადმი მიძღვნილი თითოეული ლექსის დაწერის ისტორიისა და თემის შესახებ.

კვირეულის ფარგლებში I კლასმა, მასწავლებელ დალი ჯაშის ხელმძღვანელობით, კომპლექსური დავალება შეაჯამა, ამასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა პრეზენტაცია - „ჩვენი ხელით შექმნილი დედაენა“, მოაწყვეს. ბავშვებმა, ანბანის თითოეული ასო მოხატეს, მრავალფეროვანი ილუსტრაციები შექმნეს და თავიანთი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს, ასევე,  ჩატარდა ლიტერატურული დილა - „ო, ენავ ჩემო!“, სადაც პატარებმა ქართული ენის ისტორია მიმოიხილეს, ქართული ანდაზები და ლექსები წაიკითხეს.

IV კლასის მოსწავლეებმა, პოსტერი - „არა ბარბარიზმებს!“, დაამზადეს.

VI კლასის მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოების წინაშე ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე პრეზენტაცია  - „ქართული ენის დღე“, წარმოადგინეს, პედაგოგ ნაირა ჟიჟავაძის ხელმძღვანელობით. 

რაც შეეხება მკითხველთა კლუბ „გონიერ ხუცუბანს“, მისმა წევრებმა ქართული ენის როლი და მნიშვნელობა განსაზღვრეს. 

აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში, კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა, რომელშიც V-VI და  VII -X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, კონკურსს პედაგოგი ნაირა ჟიჟავაძე ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა შეასრულეს ორი დავალება: გადაწერეს ტექსტი ლამაზი კალიგრაფიით და მოხატეს ქართული ანბანის მათ მიერ არჩეული ასო.

კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ და გამოვლინდნენ გამარჯვებულები, V-VI კლასის მოსწავლეები: გვანცა ჩახვაძე, საბა ჩახვაძე და ანდრია ლომიძე, ხოლო VII-X  კლასებიდან : ელენე კვინიტაძე, ლიზი ჟიჟავაძე და ნინია ჯინჭარაძე.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი დაწყებით კლასებშიც ჩატარდა, სადაც შესაძლებლობები წარმოაჩინეს შემდეგმა მოსწავლეებმა - 
ნუცა მგელაძე, კატერინა კალანდია, გეგა ხინიკაძე, დათა მოწყობილი, ანუკი ელიაძე, ლიზი ირემაძე,  ჯანი ჟიჟავაძე, ანუკი ჟიჟავაძე, ნინი ბლადაძე, ლინდა ბარამიძე, სანდრო კვინიტაძე და მათე ემირიძე. კონკურსს, მასწავლებლები: დალი ჯაში, მარინა თხილაიშვილი, გული მესხიძე და ეთერ თხილაიშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

მასწავლებლებს თანხის დასაბრუნებლად ვადა 11 მაისის ჩათვლით აქვთ - დეტალები

ფაშიზმზე გამარჯვების დღე - რატომ ზეიმობენ ევროპული ქვეყნები 8 მაისს,  ჩვენ კი, 9 მაისს

რა პოზიციაზე აცხადებს კონკურსს მანდატურის სამსახური

ვინ არის ვახტანგ ცაგარელი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სკოლები
ახალგაზრდა თეატრალებმა დიდი პასუხისმგებლობით მოირგეს პერსონაჟების სახეები
 
 
 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა სამსახიობო და მეტყველების უნარების განვითარება თოჯინების მართვის საშუალებით

ირგანჩაის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება