სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გეტას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული არქიტექტურული ძეგლების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს
04-05-2023
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლა კვირეულს - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ შეუერთდა.

კვირეული 24-28 აპრილს ჩატარდა, აღსანიშნავია, რომ ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიერ არის ინიცირებული და მასში სხვადასხვა სკოლები ერთვებიან. 

კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული არქიტექტურული ძეგლების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, მათთვის საინტერესო ძეგლები შეარჩიეს, ინფორმაცია დაამუშავეს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს. 

მოსწავლეებმა სასკოლო თემს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები გააცნეს და მათთან დაკავშირებული პრობლემები წარმოაჩინეს.

წარმოდგენილი ნამუშევრებიდან მუნიციპალური ტურისთვის შეირჩა თამერლან მამედოვის ნამუშევარი, უძველესი  ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის – ლიხნის ეკლესიის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, არის არქიტექტურული ძეგლი, გუმბათიანი ტაძარი, რომელიც მდებარეობს საქართველოში, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ლიხნში. 2006 წლის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, მას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

ლიხნის ეკლესიის შესახებ, XI კლასის მოსწავლე თამერლან მამედოვი გვიყვება:

„ლიხნის ტაძარი X საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, მისი ხუროთმოძღვრება და ფერწერა უნიკალურია. ლიხნის ტაძარში შემორჩენილია როგორც X-XI საუკუნეების, ასევე XIV საუკუნის მოხატულობის კვალი. ისინი გამოირჩევა ფაქიზი კოლორიტით, ფიგურების დინამიურობითა და ექსპრესიულობით.

ლიხნის ტაძრის სიძველეები პირველად აღწერა ცნობილმა ფრანგმა ქართველოლგმა მარი ბროსემ, რომელმაც ტაძრის კედლებიდან გადმოიწერა რამდენიმე ქართული წარწერა.  ამ წარწერებში ასახულია ინფორმაცია ქართველთა მეფის ბაგრატ მეოთხის გამეფების შესახებ.

რუსეთ -საქართველოს 2008 წლის ომამდე, ლიხნის ტაძარში დაცული იყო 17-ზე მეტი ქართული ფრესკული წარწერა, ასევე, ბიბლიური სიუჟეტები, წმინდანთა გამოსახულებები ქართულ-ბერძნული განმარტებითი წარწერებით, მათში მოიხსენიებდნენ გაერთიანებული საქართველოს მეფეებს: ბაგრატ IV-ს, გიორგი II-ს და სასულიერო პირებს.

ვინაიდან ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია. მართალია აფხაზეთში საუბრობენ იმაზე, რომ ტაძრის სახურავი პირვანდელი სახით არის მოღწეული, და თითქოს, ტაძრის მხატვრობაც არაა დაზიანებული, მაგრამ არსებობს სხვა  ინფორმაციაც, რომ ნაგებობა და ეკლესიის მოხატულობა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. 2010 წელს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო საკონსერვაციო სამუშაოები, ძეგლზე გარედან დაამონტაჟეს დროებითი გადახურვა. სამუშაოები მიმდინარეობდა პროფესიონალი რესტავრატორების გარეშე, რის გამოც არსებობს ძეგლის ავთენტურობისა და მასზე შემორჩენილი ისტორიული კვალის წაშლის საფრთხე.

UNESCO (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) არ განიხილავს არაღიარებული ქვეყნების ტერიტორიებზე არსებულ ობიექტებს. ამის მიზეზი სავსებით გასაგებია ყველასთვის, მაგრამ შესაძლებელია არსებული კონფლიქტის გამო კიდევ უფრო დაზიანდეს უძველესი ქართული ძეგლი და მან დაკარგოს თავისი უნიკალურობა და მნიშვნელობა.

სკოლაში აღნიშნეს, რომ  უნდა გამოიძებნოს გზა და საშუალება, რომელიც გადაარჩენს ამ ძეგლს და მას მომავალ თაობებს შეუნარჩუნებს.

ჩვენ კი, ახალგაზრდებს, ჯერჯერობით მეტი არაფერი შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ ლიხნის ეკლესიის, ასევე, მსგავს ბედში მყოფი ტაძრების და მათი პრობლემის შესახებ ინფორმაცია უფრო მეტ ადამიანს და ორგანიზაციას გავაგებინოთ“, - აღნიშნავს მოსწავლე. 

იხილეთ ფოტოები და თანდართული ფაილი:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება