სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჯანსაღი ცხოვრების წესი“ - კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია ჩატარდა
04-05-2023
-
+


ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში VIIა და VIIბ კლასებში, მასწავლებლის - თამუნა მენაღარიშვილის ხელმძღვანელობით, თემაზე - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ჩატარდა.

„ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის პრობლემების ასარიდებლად, ცხოვრებისეული სტრესის დაძლევასა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც ასახავს, რომ ჩვენი ცხოვრების სტილი დიდ როლს ასრულებს იმაში, თუ რამდენად ჯანმრთელები ვართ. რას ვჭამთ და ვსვამთ, რამდენს ვვარჯიშობთ. ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის თავიდან აცილება ან მინიმუმ მათი გადადება ჯანსაღი ცხოვრების წესით შესაძლებელია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა სკოლაში ძალიან საინტერესოდ და ორიგინალური ხერხებით წარმოადგინეს მათი შექმნილი რესურსები.

მოსწავლეებმა ასევე თავიანთი ნამუშერვების პრეზენტაცია გააკეთეს, რომელიც მათი შექმნილი წერილებისგან შედგებოდა.

„გაკვეთილი ძალიან საინტერესო და დადებითი ემოციებით სავსე იყო“ - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კომპლექსური დავალებები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება