სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნახშირღელის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
04-05-2023
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ისინი პედაგოგების ხელმძღვანელობით, სხვადასხვა თარიღსა და მოვლენას აღნიშნავენ.

ამჯერად, სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები, რომელთა მასწავლებელი - ირინე არევაძე გახლავთ, გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას შეუერთდნენ და დედამიწის დღე აღნიშნეს.

მათ ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში კედლის გაზეთი - „დედამიწა ჩვენი სახლია, ვინც მომივლის მე ვარ მისი დედამიწა“ გააკეთეს.

„ამით მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და უნდა მოვეფეროთ მას ჩვენი სუფთა ხელებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ბავშვებმა ასევე გაიხსენეს გოდერძი ჩოხელის სიტყვები: „ყოველი ადამიანი მიწის მეფეა, ხოლო ყოველი გოჯი მიწა-ადამიანთა მეფე“.

აღნიშნულ აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება, ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება  გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.  ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება