სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მე-7 კლასელებს პედაგოგმა, ირინე კუჭავამ საინტერესო შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა
04-05-2023
-
+


მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეები მხარტვრული ლიტერატურის სიყვარულითა და წერის ნიჭით გამორჩევიან.

მე-7 კლასის მოსწავლეებმა - ანასტასია ფუტკარაძემ და ლიზი ქაროსანიძემ ლიტერატურული პერსონაჟები: ლუარსაბ თათქარიძე და ტარტარენ ტარასკონელი გაინაწილეს და მათ სახეებზე, ახალი, საინტერესო ამბები შეთხზეს. გოგონებმა არა მარტო დაწერეს, ილუსტრაციებიც დაურთეს, რამაც მათი ნამუშევრები კიდევ უფრო ორიგინალური გახადა.

როგორც სკოლაში ამბობენ, შთამბეჭდავი და დამაფიქრებელია ალეკო ბიბინიძის შექმნილი ჩანახატიც. გარდა ამისა, მოსწავლეებმა კედლის გაზეთის - „ჩემი სამყარო“ მორიგი ნომერი გამოუშვეს.

მათ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ირინე კუჭავა ხელმძღვანელობდა. „წერა შეუძლია ყველას, ვისაც ფიქრი შეუძლია“ - ბენჯამენ ფრანკლინის ეს სიტყვები გასდევდა აქტივობას. 

„ვიფიქროთ, ვწეროთ, ვიყოთ შემოქმედებითები... ფიქრი, წერა, ამ ნაფიქრის სიტყვებში მოქცევა და ფურცელზე გადმოტანა დიდი ოსტატობაა. მასწავლებლების ვალია შევიცნოთ ჩვენი მოსწავლეები, აღმოვაჩინოთ, გამოვავლინოთ და განვავითაროთ ის თვისებები, რომლებიც მათ აქტიურ, შემოქმედებით მოქალაქედ აქცევს. ეს ამოცანა ადვილად შესასრულებელია სასწავლო პროცესში, კონკრეტული მხატვრული ნაწარმოების ან მხატვრობის ნიმუშების მიხედვით. ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი ამის კარგ შესაძლებლობას გვაძლევს. მრავალფეროვანი, საინტერესო სასწავლო აქტივობები მოსწავლეს ხელს უწყობს, თუნდაც ერთი მცირე ტექსტი დაწეროს.
სიტყვების სურათ-ხატებად გარდასახვა და ქაღალდზე გადმოტანა დიდი ოსტატობაა. ნახატისა და ნაწერის სინთეზი კარგად ეხმარება ჩემს მოსწავლეებს გზა გაეხსნას შემოქმედებით სამყაროში“,- წერს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ირინე კუჭავა.

იხილეთ ფოტოები:                                                                         


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება