სიახლეები
სკოლები

დისველის საჯარო სკოლა კვირეულს - „ჩვენი თვალით დანახული აფხაზეთი“, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობებით შეუერთდა 
04-05-2023
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროავნი აქტივობებითაა გაჯერებული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება. 

სკოლაში მნიშვნელოვან მოვლენებს შესაბამისი ღონისძიებები ეძღვნება. ამჯერად კი, მოსწავლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებულ სასკოლო კვირეულში - „ჩვენი თვალით დანახული აფხაზეთი“ მასწავლებელ ნარგული კახაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.

ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი გვიზიარებს. მისი თქმით, მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, არაჩვეულებრივი ნომრები წარადგინეს და აზრი დააფიქსირეს. გარდა ამისა, მოსწავლეების ცნობიერება ამაღლდა და ისინი ბევრად უფრო მოტივირებულები გახდნენ.

„ცხოვრებაში ყველას ეძლევა საშუალება შეიგრძნოს ისეთი დაუვიწყარი წამები, როგორიც დღეს ჩემმა უნიჭიერესმა ბავშვებმა გაიზიარეს. ამას ვწერ გულიდან ამოსული სიტყვებით და გრძნობით, ყოველგვარი ფორმალური გადახვევების გარეშე, დღეს დასრულდა ბოლნისის სასკოლო თეატრალური ფესტივალის „არტ სკოლა“ წარმოდგენები. კულმინაცია გახლდათ, სწორედ ისეთი განსხვავებული მშვიდი და ბუნებრივი, როგორიც ასლან შაინიძის სახელობის სოფელ დისველის საჯარო სკოლას შეეფერება. თეატრალური დადგმა „სიყვარულისთვის“ გვახსენებს იმ დიდ გრძნობას, რაც საზოგადოებას აკლია და რის გარშეც კაცობრიობა ვერ იარსებებს... შეუძლებელია, არ ვიყო გულწრფელი და არ გამოვხატო ამ ახალფეხადგმული მსახიობების წინაშე დიდი მოკრძალება. მთელი სხეული უცახცახებდათ მაყურებლის წინაშე, სანამ წარსდგებოდნენ და მაინც, ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვით, სიყვარულით და სიკეთით აღსავსე სათქმელი. მე არ მეგულება დარბაზში მჯდომი ადამიანი, ვინც პატარა მსახიობების სიყვარულით გული არ იჯერა, მადლობა თქვენ ამ დიდი პასუხისმგებლობისთვის...
სანამ სცენაზე გამოხვიდოდით, კიდევ ერთხელ შემოგხედეთ თვალებში, რათა დამენახა ის სხივი, რასაც დიდი ენერგიის მუხტი დასდევდა, მაგრამ იმასაც ნათლად ვხედავდი, რომ ამ ყველაფრის უკან შიში იყო დადარაჯებული... ყველამ ერთად შემომხედეთ და მკითხეთ - „მასწავლებელო, თქვენ ხომ ახლოს იქნებით, რომ გიყუროთ, შორს ხომ არ წახვალთ“ - მაშინ მივხვდი, რომ მთელი გულით და სულით იყავით მონდობილი ჩემზე, მთელი თქვენი არსებით გჭირდებოდით სიმშვიდისთვის, შიშისა და რიდის დაძლევისთვის.
- „დიახ, აქვე ვზივარ და როგორც კი დაბნეულობას იგრძნობთ თვალებში, შემომხედეთ, მე გაგახსენებთ სათქმელს“ - ასე გიპასუხეთ და ნერვიულობამ მეც ამიტანა, მაგ დროს ცრემლი ძლივს შევიკავე...
თქვენ დაანახეთ ყველას, რომ სცენაზე ყველაზე დიდი განძი ის სილაღეა, რომელიც თანდათან წამოიყოლეთ კულისებიდან, მოაჯადოვეთ სტუმრები და მონუსხეთ საზოგადოება.
მადლობა მასწავლებლებს, დირექტორს ბატონ ჯანსულ შაინიძეს, ჩემს უსაყვარლეს მოსწავლეებს და მათ ძვირფას მშობლებს მხარდაჭერისთვის.
ბავშვებო, თქვენ კი გახსოვდეთ, მე სულ ახლოს ვიქნები, იმიტომ რომ თქვენ ჩემთვის საარსებო გარემო ხართ, მეამაყებით ყველა! ყველა, ვინც დღეს სცენიდან მიყურებდით იმედით სავსე თვალებით.
ჟიურის წევრების მიმართ კი სიყვარული, სითბო და პატივისცემა უფრო მეტად გაიზარდა და გამოიკვეთა. მუდამ თქვენს გვერდით!
წლები გზად მიმავალი, მარადიული სინათლის ნაკვალევია, რასაც თან სდევს სიხარული სიყვარული და მეგობრობა. ის ვაზის მტევნებივით ბარაქიანი საძირკველია - მაგრამ ასე სათუთად აგებულ ბედნიერებას, ხანდახან უნებურად არბევს ხოლმე უდიერი სინდრომი და მერე, სადღაც, ჯაჭვიც გაუთვიცნობიერებლად წყდება, უგუნურად და გაუაზრებლად, გადადის წლები უკვდავი მოგონებების მორევში... ახალი თაობა ის დიდი საგანძურია, რომელიც ამ მდორე წყალს ყოველგვარი მანკიერებისგან გაფილტრავს, სიკეთეს სიხარულს და ბენიერებას მოუტანს ისეთ მარადიულ მეგობრობას, როგორიც აფხაზებისა და ქართველების ისტორიულ ურთიერთობას შვენის. ჩვენ ერთი ძალისხმევით უნდა გავაგებინოთ ჩენს მომავალ თაობას აფხაზეთის ისტორიული, ტრადიციული და კულტურილი ღირსშესანიშნაობების შესახებ. სწორედ ამას ემსახურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებული სასკოლო კვირეული, სახელწოდებით „ჩვენი თვალით დანახული აფხაზეთი“. რა თქმა უნდა, კვირეულში აქტიურად ჩაერთო ასლან შაინიძის სახელობის სოფელ დისველის საჯარო სკოლა მასწავლებელ ნარგული კახაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა გულდასმით იმუშავეს მიმდინარე თემაზე, შექმნეს სხვადასხვა თემატური სახასიათო სლაიდ შოუ, რომელიც გათვიცნობიერებლად ემსახურება ჩვენს აფხაზ მეგობრებთან მეგობრობის ხიდის გადებას.
ბავშვების ნამუშევრებიდან გამოიკვეთა რამდენიმე გამორჩეული საგაზეთო ნაშრომი. გამოიკვეთა დიდი ინტერესი და სიყვარული, რომელმაც მოსწავლეებს დიდი მოტივაცია შესძინა, რათა უფრო მეტი სითბო გამოევლინათ მათი აფხაზი თანატოლების მიმართ...
გვიყვარდეს ერთმანეთი“,- აღნიშნავს მასწავლებელი ნინო დოხტურიშვილი. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

 Izrune.ge-ს წარმატებული „ვარსკვლავების“დაჯილდოება მიმდინარეობს

საგანმანათლებლო დაწესებულებებს დამატებითი უფლებები განესაზღვრათ - ცვლილებები კანონში

ინსტრუქცია მასწავლებლებისთვის - სემესტრული ჩათვლა და განმავითარებელი შეფასება

მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პროექტის პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს

მწერალმა მოსწავლეები წიგნებითა დაასაჩუქრა

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება