სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა მუსიკალურ ფესტივალზე მორიგ წარმატებას მიაღწიეს
03-05-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები სხვადასხვა ფესტივალსა და კონკურსში მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ. 

ახლაც, გიმნაზიის ხელოვნების მუსიკალური განყოფილების მოსწავლეებმა ალექსი მაჭავარიანის სახელობის საიუბილეო ფესტივალზე მორიგ წარმატებას მიაღწიეს.

მუსიკალური ფესტივალი თბილისის ალექსი მაჭავარიანის სახელობის N26 ხელოვნების სკოლაში გაიმართა, რომელიც ხელოვნების სკოლის დაფუძნების 45 წლისთავს მიეძღვნა.

ფესტივალში მონაწილეობდნენ თბილისის მერიის ხელოვნების სკოლები და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების საკოლა-პანსიონის მუსიკალური და სახვითი ხელოვნების განყოფილებები (დირექტორი ნანა (ციცინო) ანთაძე, სახელოვნებო მიმართულების კოორდინატორი თამილა ფოლადიშვილი).

როგორც გიმნაზიაში გვიყვებიან, ფესტივალი 24 აპრილს, სახვითი ხელოვნების განყოფილების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენით დაიწყო, სადაც გიმნაზიის ფერწერის კლასის (პედაგოგი - გაიოზ ზანდარაშვილი) მოსწავლეები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ხოლო 28 აპრილს, ჟიურის წინაშე საინტერესო პროგრამით მუსიკალური განყოფილების მოსწავლეები წარდგნენ:

გოგონათა აკადემიური გუნდი (პედაგოგი დალი დაბრუნდაშვილი), საფორტეპიანო კლასების მოსწავლეები: მართა მემანიშვილი, ლილი გაჩეჩილაძე და ეკატერინე გორგაძე (პედაგოგები: ეკა სანაძე, შორენა ებრალიძე, მაია თუშიშვილი), ხალხურ საკრავთა ანსამბლი (ხელმძღვანელი მალხაზ ქოიავა).

გუნდებს და ინდივიდუალურ შემსრულებლებს ფესტივალის ლაურეატის დიპლომები და საპატიო სიგელები გადაეცათ.

„ასევე დაჯილდოვდნენ ხელოვნების სკოლა-პანსიონი და დირექტორი ნანა ანთაძე“,  - ამბობენ გიმნაზიაში.

მუსიკალური ნომრების დასრულების შემდეგ, ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მოსწავლეთა მშობლებმა სამახსოვრო სურათები  გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ გიმნაზი მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:
 
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება