სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საერო სკოლა „ფარნავაზის“ IV კლასის მოსწავლეებმა ფიჭვის წიწვის სიროფი დაამზადეს
03-05-2023
-
+


ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზში“ მოსწავლეთა განვითარებისთვის დაუღალავად შრომობენ, ამ მიზნით კი, პროფესიონალი მასწავლებლები თანამედროვე მიდგომებს იყენებენ. 

ამჯერად, IV კლასში, ბუნებისმეტყველებაში, აქტივობა - „ფიჭვის წიწვის სიროფის დამზადება“ გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებითა და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ჩაერთნენ, მათ ინფორმაცია გაცვალეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

რაც მთავარია, მოსწავლეებმა დაამზადეს ფიჭვის წიწვის სიროფი.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

„ფიჭვი უნიკალურ ხეთა რიგს მიეკუთვნება. ამის მიზეზი კი მისი არაერთი სასარგებლო თვისებაა. ამ თვისებების ნუსხა არც ისე მცირეა. ფიჭვის ღირსებებს მთელს მსოფლიოში აღიარებენ. ფიჭვს უნივერსალური სამკურნალო თვისებები გააჩნია, რის გამოც მას ოდითგანვე მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა ადამიანების ყოფაში. ფიჭვი შეიცავს ეთერის ზეთს, სკიპიდარს, ასკორბინის მჟავას, სახამებელს, ფისებს, B1, B2 და P ვიტამინებს. გააჩნია ამოსახველებელი, შარდმდენი და მადეზინფიცირებელი თვისებები. იყენებენ სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების დროს, აგრეთვე როგორც ინსექტიციდს და სხვა.
ფიჭვის მტვერი ბუნების ერთ-ერთი საჩუქარია. ის გამოიყოფა ფიჭვის გირჩის ყვავილობის დროს (აპრილი, მაისი, ივნისის პერიოდში). ხეებს უჩნდებათ მცირე კვირტოვანი წამონაზარდები, რომლებიც მომწიფების შემდეგ იწყებენ დამტვერვას. ფიჭვის მტვერი ძირითადად გამოიყენება ბრონქიტის, ფილტვების ანთებისას, ასთმური დაავადებების სამკურნალოდ.
გადმოცემის თანახმად, ჰიპოკრატე ხშირად იყენებდა ფიჭვის წიწვების წყლიან ექსტრაქტებს და ფიჭვის ფისებისაგან დამზადებულ სკიპიდარს“,- გვეუბნებიან მოსწავლეები. 

იხილეთ ვიდეოები:






კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება