სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა ნახატების კონკურსის შემოქმედებითი ტური წარმატებით გაიარეს
03-05-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში სახელოვნებო დარგის მიმართულებებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

სახვითი ხელოვნების პედაგოგები უდიდეს ძალისხმევას იჩენენ შემოქმედებითი აზროვნების მოსწავლეების მიმართ - შედეგიც უნიკალურია, ისინი არაერთი კონკურსის გამარჯვებულები და მედალოსნები არიან.

როგორც სკოლაში ამბობენ, ამ მიმართულებით, გამოირჩევიან მოსწავლეები, რომლებსაც სახვითი ხელოვნება თითქმის პროფესიონალის დონაზე აქვთ ათვისებული. ტექნიკის სრულყოფაში კი მათი პედაგოგები მარიამ მჟავია და მარი დავითიძე უწევენ კონსულტაციებს.

ამჯერად, საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონკურსი - „ნახატები ბიბლიურ თემებზე“.

კონკურსანტებს წაუკითხეს ამონარიდები წმინდა წერილიდან (ძველი და ახალი აღთქმა), რომლის მიხედვითაც ადგილზე დახატეს ბიბლიური პასაჟები. ტექსტების სრულყოფილად გააზრებაში კი მათ დახმარება გაუწია სკოლის კატეხიზმოს პედაგოგმა გუგა ბენდელიანმა.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის სკოლის მოსწავლეებმა: ნინი ქარელიძემ, ანასტასია ციცქიშვილმა, მარიამ მეტრეველმა, კესო თორდიამ, ელისაბედ ჩხაიძემ და ყველაზე უმცროსმა, მესამე კლასელმა, თეკლა ჩარგეიშვილმა დიდი წარმატებით გაიარეს მეტად საპასუხისმგებლო შემოქმედებითი ტური და შესანიშნავი ნახატები წარმოადგინეს. 

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება