სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში
03-05-2023
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს.

ეკოკლუბის  - „შემართებულები“, წევრებმა წიგნიერების დღესასწაულს ღონისძიება მიუძღვნეს. ღონისძიებას ეკოკლუბის კურატორი მაკა ჭანტურიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

მოსწავლეებმა ამ თემასთან დაკავშირებით, სასკოლო საზოგადოების წინაშე საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, თემაზე - „წიგნი თუ ინტერნეტი?!“.

მოწინააღმდეგე გუნდები გულმოდგინედ იცავდნენ თავიანთ პოზიციებს. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა მოსწავლეები ბოლოს მაინც შეთანხმდნენ, რომ წიგნების კითხვა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს და რომ წიგნში წაკითხული უფრო კარგად გამახსოვრდება.

ღონისძიების სლოგანი - „წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები“, გახლდათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა გაიხსენეს საყვარელი ნაწარმოებები და მათი მოკლე შინაარსი გააცნეს ერთმანეთს. აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა სათავგადასავლო ჟანრს ანიჭებდა უპირატესობას.

ღონისძიებას  სკოლაში არსებული წიგნის კლუბის „ჩვენ გვიყვარს კითხვა“ ბავშვებიც ესწრებოდნენ, მათ საზოგადოებას გააცნეს
კლუბში განხორციელებული აქტივობები.

1996 წლიდან, 23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება, ეს დღე იუნესკოს 28-ე სესიაზე გამოცხადდა 1995 წლის 15 ნოემბერს, მიზანი კი, განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლება და იმის გაცნობიერება იყო, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება