სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კოდის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა - „თანასწორობა“ აუტიზმის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო აქტივობები გამართა
03-05-2023
-
+


ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები საინტერესოდ აღინიშნება. 

ყურადღების მიღმა არც აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე დარჩენილა. სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლის სამოქალაქო კლუბმა „თანასწორობამ“ შესაბამისი კვირეული მოაწყო.

კლუბის მონაწილე მოსწავლეებმა სკოლის თვითმმართველობასთან და მოსწავლეებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს. 

VIIბ კლასის მოსწავლე ელენე ბერუაშვილმა მოამზადა პრეზენტაცია თემაზე „აუტიზმის ცნობიერების დღე" და წარუდგინა თანაკლასელებს. პრეზენტაციის წარიმართა დისკუსია.

VIIა კლასის კლუბის წევრებმა, თანაკლასელებთან ერთად, დაამზადეს ბუკლეტები, სადაც დაიტანეს ინფორმაცია აუტიზმის შესახებ და გაავრცელეს სკოლის თემში.

გარდა ამისა, კლუბის წევრებმა, სკოლის თვითმმართველობასთან ერთად, შექმნეს კედლის გაზეთი თემაზე „აუტიზმის გასაღები სიყვარულია“ და გამოაკრეს სკოლის ფოიეში.

კლუბის ხელმძღვანელი ანა პაპაშვილია. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება