სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შევაყვაროთ ბავშვებს წიგნი“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა გაიმართა
03-05-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. 

ამჯერად, წიგნის საერთაშორისო დღისა და შექსპირის დაბადების დღის აღსანიშნავად აქტივობა - „შევაყვაროთ ბავშვებს წიგნი“ მოეწყო. მის ფარგლებში ქალაქის საბავშვო ბიბლიოთეკას მე-6გ კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ და ქართულის მასწავლებელ სალომე ქობალიას ხელმძღვანელობით ეწვივნენ. 

მოსწავლეებს ბიბლიოთეკის თანამშრომლები გაესაუბრნენ, რომლებმაც შთამბეჭდავად აუხსნეს მოზარდ თაობას ბიბლიოთეკის საჭიროება და წიგნის მნიშვნელობა. ასევე, დაათვალიერებინეს წიგნთსაცავი, წაუკითხეს ნაწყვეტები შექსპირის ნაწარმოებიდან „რომეო და ჯულიეტა“, ესაუბრნენ მათთვის საყვარელი წიგნის შესახებ და ბოლოს, სიხარულით მოემსახურნენ და სახლში წასაკითხად სასურველი წიგნი გაატანეს.

„ჰუმანური ურთიერთობის 1 საათი უცებ გაფრინდა და ემოციებით დატვირთულნი დარჩნენ როგორც პატარა სტუმრები, ისე მასპინძლები.
აქტივობის მიზანი იყო თანმშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბება-განმტკიცება სკოლასა და ბიბლიოთეკას შორის, მოზარდ თაობაში ბიბლიოთეკისა და წიგნისადმი ინტერესის გაზრდა და იმ მწერალთა/პოეტთა შემოქმედების გაცნობა, რომელიც ყველა დროში მისაბაძი და მისაღებია ნებისმიერი ადამიანისთვის. ლეიბნიც ხომ ქადაგებდა: „აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისა“ ჩვენ გვჯერა, რომ დღევანდელი დღე წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი უკეთესი ხვალინდელი დღის შესაქმნელად“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება