სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თლუღის საჯარო სკოლაში სასკოლო კვირეული - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ჩატარდა
03-05-2023
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები და აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში სასკოლო კვირეული - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად, საინტერესო ღონისძიებები განახორციელეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულის დასაწყისში ყველა მოსწავლემ მოისმინა მასწავლებელთა საუბრები აფხაზეთისა და საქართველოს ისტორიული ურთიერთობის  შესახებ.

მოსწავლეებმა ნახატები აფხაზეთის თემაზე ნახატები შექმნეს, სკოლაში ასევე მოაწყვეს გამოფენა.

მათ სკოლაში აფხაზეთსა და საქართველოზე პატრიოტული სიმღერები შეასრულეს.

მე-6 კლასის მოსწავლემ გაბრიელ კობახიძემ, მასწავლებლის - ფიქრია მუსერიძის ხელმძღვანელობით  საინფორმაციო ბუკლეტი - „აღმოაჩინე აფხაზეთი“ მოამზადა.

„ბუკლეტი ეხება აფხაზეთის ტურისტულ პოტენციალს, რისი განვითარებისთვისაც აუცილებელია აფხაზეთი ვითარდებოდეს საქართველოსთან ერთად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლემ ნაშრომში აფხაზეთის უნიკალური ბუნების ძეგლები წარმოაჩინა - შავი ზღვის სანაპირო ზოლი, კულტურის ძეგლები, ჩამოაყალიბა საინტერესო სლოგანები, რომელიც ასახავს მის ხედვას აფხაზთა და ქართველთა თანამეგობრობისა და აფხაზეთისა და საქართველოს ერთიანობის აუცილებლობის შესახებ.

ბუკლეტში ასევე ასახული ტურისტული პოტენციალის და აფხაზეთის ეკონომიკური განვითარებისთვის.

„მოსწავლის შექმნილი ბუკლეტი წარმოადგენს პოზიტიურ გზავნილს ქართველებისა და აფხაზებისთვის, მასში არ არის  წარმოჩენილი ამჟამინდელი ნეგატიური ფაქტები, რადგან მოსწავლის ხედვა მიმართულია მხოლოდ მშვიდობიანი და პროგრესზე ორიენტირებული თანაცხოვრებისკენ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

კვირეულის ფარგლებში, ასევე საგანში - „ჩვენი საქართველო“  განხორციელდა კომპლექსური დავალება  - „აფხაზეთის კულტურის ძეგლების დღევანდელი მდგომარეობის შესახებ“.

დავალებაზე მოსწავლეებმა მონდომებით იმუშავეს და ცოდნა აიმაღლეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება