სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა
03-05-2023
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს, გაიმართა თემატური კვირეულიც.

ამსთან დაკავშირებით, მე-7 კლასის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგ ნინო თევდორაძისა და კლასის ხელმძღვანელის - მარი ქაჯაიას ინიციტივით „დედამიწელებს“ ესტუმრნენ, სადაც მოსწავლეებს ფლორისტმა - სალომე ასათიანმა და პოეტმა - ზვიად მეფარემ საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩაუტარეს.

მეშვიდეკლასელებმა საკუთარი ხელებით მოხატეს ქოთნები, ულამაზესი და მრავალფეროვანი ორანჟერიიდან აირჩიეს და ჩარგეს მათთვის სასურველი ნერგები, შეისწავლეს მცენარის მოვლისა და დაცვის სპეციფიკური საკითხები და თეორიულად ნასწავლი მასალა პრაქტიკულად განახორციელეს.
 
გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში, დაწყებითი კლასების მოსწვალეებმა სკოლის ეზოში გამოფენა-გაყიდვა გამართეს.

ღონისძიებაში შემდეგი კლასები მონაწილეობდნენ:

მე-34 (დამრიგებელი თეა იობიძე);
მე-31 (დამრიგებელი შორენა ყურაშვილი);
მე-25 (დამრიგებელი ინგა მეტონიძე);
მე-33 (დამრიგებელი ჟანა ჭურაძე);
მე-22 (დამრიგებელი სოფიო გურეშიძე);
მე-23 (დამრიგებელი ეკატერინე ძიგრაშვილი);
1-ელი6 (დამრიგებელი ნათია დევიძე);
მე-21 (დამრიგებელი ნანა ლომსაძე);
მე-26 (დამრიგებელი ქეთი ქუთათელაძე).
 
პროექტის - „პლასტმასის რეციკლირება" ფარგლებში, მოსწავლეებმა დამრიგებლებისა და მშობლების დამხარებით, ნარჩენების სწორი მართვა-გამოყენება ისწავლეს. მათ გადასაგდებად გადადებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს ახალი სიცოცხლე შთაბერეს, ფანტაზია მოიშველიეს და თავიანთი პატარა ხელებით შთამბეჭდავი და ლამაზი ნივთები შექმნეს.
გამოფენა-გაყიდვა საქველმოქმედო ხასიათისაა. შემოსული თანხით სკოლის პატარა აღსაზრდელები გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარებიან.

„მაშინ, როდესაც ეკოლოგიური პრობლემები ქალაქში, ქვეყანასა თუ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მწვავდება, ახალგაზრდებში სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ნიშანდობლივია ისიც, რომ ადამიანებს ბუნებისადმი მეგობრული დამოკიდებულება ბავშვობის ასაკიდან უყალიბდებათ.
თითოეული ჩვენგანის მიზანია, ბავშვებმა შეიყვარონ მცენარეები და დაიცვან ბუნება“,- აღნიშნავენ სკოლაში.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

სად გაიყიდება სასკოლო ფორმები - საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების ჩამონათვალი ცნობილია

ცნობილია საგანი, რომელშიც არც ერთი აბიტურიენტი არ ჩაჭრილა!

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება