სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ეწრის საჯარო სკოლის მოსწავლეები დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმს ეწვივნენ
03-05-2023
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწრის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ. 
 
ამჯერად, მოსწავლეები, პროექტით - „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“, დედაენის დღის აღსანიშნავად, დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმს ეწვივნენ.

მოსწავლეებმა, ინფორმაცია მოიძიეს და სლაიდების სახით წარუდგინეს მსმენელს. როგორც სკოლაში ამბობენ, მათ დავით კლდიაშვილი როგორც მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ქართველი ხალხის ინტერესებისა და ქართული ენის დამცველი გაიცნეს. გარდა ამისა, შექმნეს ანბანის გრაფიკული შედევრები და გამოფენა გამართეს.

პროექტის ხელმძღვანელები: მანანა არაბიძე (I, II, III კლასი), თეონა გიორგაძე (V, VI, VII კლასი) და ზაირა გვენეტაძე (მუსიკალური ხელმძღვანელი) იყვნენ. 

„მხატვრული კითხვითა და მუსიკალური გაფორმებით გაგვილამაზეს ეს დღე. პირობა დადეს, რომ მოუფრთხილდებიან ქართულ ენას, იზრუნებენ მასზე და დაიცავენ დაბინძურებისაგან. ღონისძიებას ესწრებოდა, გამორჩეული სტუმარი, ქალბატონი, მარინე უკლება, რომელმაც მოსწავლეები, სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა და ქართული ენის გუშაგთა უდიდესი პასუხისმგებლობა დააკისრა. უღრმესი მადლობა, ეწრის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მშობლებს, თანადგომისთვის, საუკეთესო თაობის აღზრდისათვის. ასევე, მადლობას ვუხდით, დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმის თანამშრომლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება